—•—}{—•—-თეჰიონ! დარწმუნებული ხარ, რომ აქ დაგივარდა..?
ბიჭი იხრება და ლამპიონების დახმარებით ცდილობს ბალახში რაღაც იპოვოს
-წესით კი- უახლოვედება-ვერ იპოვე?-წელზე დოინჯს იკრავს და ირგვლივ ატარებს თვალს
-კარგი რაა.. მანდამაინც ახლა დაკარგე ..
წამოდი ჩემს ოთახში შევიდეთ ისევ!-კარები რომ გავტეხოთ!?
-მშობლები რომ დაგვადგნენ თავზე სად წახვალ მაშინ..?
-ნუ არც მე მაწყობს..-თეჰიონი იმედგაცრუებული კიდებს ხელს და სახლისკენ მიყავს.
-თე!!!-ბიჭს ფეხი უსრიალდება და თეჰიონსაც იყოლებს. ორივე ბალახზე მსუბუქად ეცემიან. ის თეჰის ზემოდან ექცევა და ერთმანეთის სახეს შეჰყურებენ. ნელ-ნელა ბიჭი თავს ხრის და კოცნისთვის ბაგეებს ხსნის..
-გასაღები!-ქუქი სწრაფად იწევს და გასაღებს იღებს.. თეჰიონი კი ცოტა იმედგაცრუებული იწევს.. მაგრამ ჯერ ხომ ყველაფერი წინ არს.
მაღლა ადიან. თეჰიონი კარის წინ დგება და გასაღებს არგებს.
>>>
ვდგავარ და ველოდები, როდის გაიღება კარი.. ცოტაც და ინტერესით მოვკვდები. ნუ შეიძლება განსაკუთრებული არ იყოს არაფერი.. მაგრამ თუ განსაკუთრებული არაა მაშინ რატო არუშვებს არავის.. მოიცა.. მე პირველი ვარ ვინც ამ ოთახში შედის.-არ შემოხვალ??
ფიქრებმა ძალიან შორს წამიყვანეს და ვერც კი შევნიშნე თეჰიონი როდის შევიდა ოთახში. პატარა ჰოლში ფრთხილად გავდივარ და ოთახს თვალს ვავლე. ჩემს ოთახზე ორჯერ დიდი არის.. დიდი საწოლით , კუთხეში კომპიუტერითა და წიგნების თაროთი . ასევე სახატავი დაფა მისი მოწყობილობით.. კედლები ნახატებით.. მოიცა ის რა ხატავს?
-თეჰიონ ეს შენი ნახატებია?? -თითქმის კედლის ერთი მხარე სულ სხვადასხვა ნახატებით იყო მორთული. თითოეულ ნახატში მკაფიოდ იგრძნობოდა რაღაც კავშირი .. რომელიც ერთიანობად აქცევდა ყოველ ნახატს.. თითქოს ეს შეფარვით გადმოცემული ადამიანის ისტორია იყო.. ოღონდ განსხვავებული გზით.
ESTÁS LEYENDO
𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈 (დასრულებული)
Novela Juvenil👬😈🥀🔞 ისტორია მოგვითხრობს გათამამებულ ბიჭზე, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მას თავისი ცხოვრება აქვს და მისი წესებით ცხოვრობს, მანამ, სანამ მშობლები არ გამოუცხადებენ, რომ ახალი ძამიკო ჰყავს... 𝐴𝑛𝑚𝑖🪐