𝟛𝟝. 𝙿𝚊𝚒𝚗 💔⚖️

608 50 51
                                    




—•—}{—•—

-იუნგი მადლობა, რომ სახლში მოიყვანე-ქალმა ბიჭს აღელვებულმა გაუღიმა-ის ამ ბოლოდროს...

-უბრალოდ რთული პერიოდი აქვს, ჩვენ გვესმისი მისი

-ქალბატონო იუჯი გთხოვთ არ გაუბრაზდეთ, უბრალოდ ახლა მას ეს ყველაფერი სჭირდება.

-ჯუნ ზედმეტიც კი მოსდის, ორი კვირა რაც წესიერად სახლში არ მოსულა , თუ იმას არ ჩავთვლით რომ თქვენ გიწევთ მისი მოყვანა.. კარგით, დანარჩენს გავუმკლავდები, მადლობა კიდევ ერთხელ.

-მისაღებშია, სჯობს საძინებელში ავიყვანოთ-
ბიჭები თეჰიონისკენ გაემართნენ, რომელიც მდივანზე უსულოდ იწვა. ფრთხილად წამოაყენეს, იუნგიმ მარჯვენა ხელი, ხოლო ჯუნმა მარცხენა ხელი დაიყრდნო და ზევით წაიყვანეს. ცდილობდნენ ბიჭის სხეული ისე აყევანათ საძინებლამდე, რომ არ გაღვიძებოდა და მშვიდად დაესრულებინათ ეს ყველაფერი, მაგრამ მათდა სამწუხაროდ არ გამოუვიდათ.

-გაეთრიეთ ჩემი ოთახიდანნ!! აქ შემოსვლის უფლება ვინ მოგცათ!!!!- ბიჭმა უეცრად ყვირლი დაიწყო.

-თეჰიონ დამშვიდი, დასვენება გჭირდება, სჯობს დაწვე

-რა გითხარით ვერ გაიგეთ!!!-ხმა უფრო მკაცრდებოდა- ჩემმი ოთახიდან გადით!! აქ მხოლოდ მე და ის... მხოლოდ მას შეუძლია აქ შემოსვლა.. მაგრამ ის უკვე არ არსებობს, მოკვდა..

-თეჰიონ გთხოვ აგვიხსენი ასეთი რამოხდა?

-რამოხდა!? გგონია ვიცი რა მოხდა!?
ის წავიდა, უბრალოდ ადგა და წავიდა!-ბიჭის ხმა, მისი თითოეული სიტყვა სიბრაზის და განრისხების შერწყმას ემსგავსებოდა-
ხელში კი მხოლოდ ეს ნაგლეჯი მომაჩეჩა, რომელიც..რომელიც.-თეჰიონი ბარბაცით მივიდა მაგიდასთან, ფურცელი აიღო და ბიჭებს დაანახა- ეს ნაგავი, ფურცლის ნაგლეჯი დამიტოვა და წავიდა!
ის ნაგავივით მომექცა.. არადა მან იცოდა !! მან იცოდა, ეს არ უნდა გაეკეთებინა... ყველა, ყველა მისნაირია ადრე თუ გვიან ყველა გაქრებით -ჩურჩული ნელ-ნელა ყვირილში გადაიზარდა-მოშორდით აქედან!!!

𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈  (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin