ჯიმინი გაცეცხლებული ჩარბის კიბეზე და მირბის მშობლებთან, თან ტირის.
-რა ხდება, რატომ მაქორწინებთ ამ ალფაზე ისე რომ მე არაფერი ვიცი? რატომ დამიმალე მამიკო? რატომ დამიმალე, რომ 1 თვეში ამ ალფაზე უნდა დავქორწინდე?
-დაწყნარდი შვილო ყველაფერს აგიხსნით ოღონდ დამშვიდდი, რომ გული არ წა... ჯიმინ....-ჯიმინმა გონება დაკარგა და ძირს დაეცა. ყველა მივარდა, მაგრამ ჯონგუკმა არცეთი მიუშვა ახლოს.
-გაიწიეთ უბრალოდ შოკში ჩავარდა და გული წაუვიდა, საკუთარი ალფის სუნზე კარგად გახდება. ოთახში ავიყვან და დავაწვენ, მე მასთან ვიქნები არ ინერვიულოთ.-თქვა ჯონგუკმა ჯიმინი ხელში აიყვანა და კიბეს აუყვა.ჯონგუკმა თავისი ომეგა საწოლზე დააწვინა და პლედი დააფარა, თვითონ კი გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა.
-ნეტავი როცა გაიღვიძებ მაშინაც ასეთი მშვიდი სახე გქონდეს. ისეთი ლამაზი ხარ, თვალს ვერ გწყვეტ.-ჩაუჩურჩულა ჯონგუკმა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
ჯიმინმა მართლაც თავისი ალფის სუნზე უფრო უკეთესად გახდა და მალე გამოეღვიძა. როცა თვალები გაახილა დაინახა მის გვერდით მწოლიარე ჯონგუკი რომელიც ჯიმინზე მჭიდროდ იყო ჩახუტებული.
-ეს რა ჯანდაბაა, რატომ აქვს ასე მჭიდროდ ხელები შემოხვეული. ჰეიიი! ჯონნ! ჰეიიი!-შეანჯღრია სხეული. ჯონგუკმაც შეიშმუშნა და როცა თვალები გაახილა უკმაყოფილო მზერით ჯიმინი დაინახა.
-ოჰჰ ჩემს პატარას გაუღვიძია.-თქვა ჯონგუკმა უფრო ახლოს მიწია თავისთან ჯიმინი და ცხვირით კისერში ჩაუძვრა.
-მომშორდი საზიზღარო, რას მეტმასნები!-დაუღრინა ომეგამ და ხელებით გაწევა სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა ჯონგუკთან შედარებით ის უსუსურ 15 წლის გოგოს გავს.
-კარგი რა ჯიმინ, ნუ პანიკიორობ, ვიცი ჩემი სურნელი ძალიან მოგწონს და როცა გეხუტები შენი სხეული დნება. მე კი შენზე გონებას ვკარგავ, ძალიან მიყვარხარ.
-საიდან მოიტანე, რომ შენი სურნელი მომწონს?-დააიგნორა ჯიმინმა ალფის ბოლო სიტყვები.
-ქვემოთ როცა ვიყავით გული წაგივიდა, მე კი ხელში აყვანილი ამოგიყვანე, დაგაწვინე საწოლში, მეც გვერდით მოგიწექი და რამდენადაც ვიცი, როცა ომეგა ცუდადაა გული მისდის და საკუთარი ალფის სუნი სცემს ნახევარ საათში გონს მოდის, ანალოგიურად არის ჩვენთანაც ომეგის სუნზე უკეთ ვართ. შენც ჩემთან ერთად ჩახუტებული თითქმის 40 წუთი გეძინა და ეხლა ძალიან კარგად გამოიყურები. აი საიდან დავადგინე, რომ ჩემი სურნელი მოგეწონა.
-მანიაკი ხარ.-თქვა ჯიმინმა და საწოლიდან წამოდგომა დააპირა როცა ჯონგუკმა ხელი დაუჭირა და მის ქვემოთ მოაქცია.
-შემეშვი. შენი პატარა არ ვარ ახვარო.-კბილებს შორის გამოცრა ჯიმინმა, ალფა გადააგდო და ოთახიდან გავიდა, თან ცრემლები სდიოდა.
YOU ARE READING
გთხოვ შემიყვარო
Romanceარ დაგასპოილერებთ🤧😏 (მარა გეტყვით რომ სასიამოვნო წასაკითხია😩💗)