1 თვის შემდეგდა დიახ დადგა ეს დღეც. ჯონგუკისთვის ბედნიერი, ხოლო ჯიმინისთვის საუბედურო. ჯონგუკმა დილით ადრევე მოაგვარა კომპანიაში საქმეები, სმოკინგის გამოსატანად თავად წავიდა, რადგან ქორწილი ქონდა და ბედნიერი იყო, ყვავილიც თვითონ იყიდა ჯიმინისთვის. მალევე მივიდა სახლში და მოემზადა. შუადღემდე მოწესრიგდა და 4საათზე გავიდა სახლიდან მომავალი ქმის სანახავად.
ამ დროს ჯიმინი ტირის. თავის ცხოვრებას მისტირის და თან ქორწილისთვის ემზადება. როცა ატყობინებენ, რომ მასთან ჯონგუკი მივიდა, სწრაფად იღებს ყველაფერს და მიდის მომავალი "ქმრისკენ".
-ოჰჰ ჯიმინა რა ლამაზი ხარ.-ეუბნება ჯონგუკი და ახლოს მიიწევს ომეგისკენ.
-არ მაინტერესებს რას ფიქრობ ჩემზე თავი დამანებე და თუ მივდუვართ წავედით უკვე.-გაღიზიანებული ტონით იწყებს საუბარს ჯიმინი.
-კარგი წავიდეთ.-თქვა ჯონგუკმა და ონეგას ხელ-კავი გამოდო. მას წყინს ომეგას ასეთი რეაქცია, მაგრამ იცის, რომ ჯიმინი მართალია და ეს ყველაფერი მისი ბრალია, ამიტომ ვერაფერს ეუბნება.კარგა ხანს ელოდნენ სტუმრების შეგროვებას, რომ ქორწილი დაწყებულიყო. ჯონგუკი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა უხაროდა თან ნერვიულობდა, რასაც ვერ ვუტყვით ჯიმინზე რომელიც იჯდა ერთ ადგილას და არ მოძრაობდა.
-ჯიმინ საყვარელო გთხოვ თავი ხელში აიყვანე. ხომ იცი ვერაფერს შეცვლი.-ეუბნება ჯინი და თან ეხუტება მეგობარს.
-ჯიმინ დაწყნარდი და რაიმე კარგზე იფიქრე.-ცდილობს თეჰიონიც დამშვიდებას, მაგრამ როგორც ჩანს უარესი გააკეთა.
-მაგას როგორ ამბობ თეჰი? როგორ შეიძლება რამე კარგზე ვიფიქრო როცა ვიცი, რომ 10 წუთის შემდეგ ვიღაც ალფის ქმარი გავხდები რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობ.-თქვა ჯიმინმა ხმადაბალი ჩახლეჩილი ხმით. ამ დროს შემოვიდა ოთახში ჯონგუკი.
-მზად ხარ ჯიმინ? სტუმრები უკვე ბაღში არიან, მღვდელიც მოვიდა. სანამ გავალთ დავილაპარაკოთ?
-კი ის მზადაა.-თქვეს ბიჭებმა და ოთახიდან გასვლა დააპირეს.
-ჯიმინ დამშვიდდი კარგი? მე და ჯინი გარეთ ვიქნებით და როცა გამოხვალ დაგვინახავ.-ეცადა დაემშვიდებინა თეჰიონს და თან გარეთ გაჰყვა ჯინს.
-ჯიმინ ჩემო ლამაზო ძალიან გთხოვ, მომეცი შანსი. იქნებ ისეთი ცუდიც არ ვარ, როგორსაც მიცნობ.
-რათქმაუმდა, რადგან არც კი გიცნობ. იმას გარდა, რომ ჯონ ჯონგუკი გქვია შენზე არაფერი ვიცი.-თქვა ჯიმინმა და ჩაიკეცა იატაკზე.
-კარგი ჩემო ლამაზო, დაწყნარდი არაუშავს მალე გამიცმობ თან იმაზე უკეთ ვიდრე გგონია.-თქვა ჯონგუკმა, ჯიმინს ჩაეხუტა და წამოაყენა.-კარგი ეხლა უნდა გავიდეთ და გთხოვ თავი ხელში აიყვანე.
-იცოდე ისეთი დამჯერიც არ ვარ როგორც გგონია ასე, რომ ცრუ იმედებს ნუ დაამყარებ ჩემთან დაკავშირებით.-ამოილუღლუღა ჯიმინმა და ჯონგუკს გაყვა.სტუმრები მოუთმენლად ელოდნენ ბიჭების გამოჩენას. და აი ისინიც, ხალხმა ტაშით შეეგება. კიბიდან ჩამოდიან და საკურთხევლისკენ ნელი ნაბიჯებით მიიწევენ. მღვდელს ესალმებიან და ცერემონიალიც იწყება.
-მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ეს ლამაზი წყვილი დავაოჯახოთ. თუ აუდიტორიიდან ვინმე არ არის ამ ქორწილის თანახმა ახლავე განაცხადოს.-თქვა მღვდელმა, ამის გაგონებაზე კი ჯიმინმა დახრილი თავი წამოწია და უნდა დაეძახა რა დროსაც ჯონგუკმა კოცნით გააჩუმა. ამ ქმედებას ხალხის ოვაციები და ტაშის დაკვრა და შეძახილები მოყვა. ჯიმინი გამოფხიზლდა და ჯონგუკი შორს გაწია.
-კარგი ასეთ სტარტს არ ველოდით, მოდი დავიწყოთ ცერემონია თორემ დრო არ იცდის.-თქვა მღვდელმა და წიგნი გადაშალა.-მაშ ასე ბატონო ჯონ ჯონგუკ თანახმა ხართ თუ არა, რომ პაკ ჯიმინი იყოს თქვენი მომავალი მეუღლე და გაიზიაროთ ჭირი თუ ლხინი მასთან ერთად სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ ერთმანეთს?
-დიახ, თანახმა ვარ.-თავდაჯერებულად თქვა ჯონგუკმა და ჯიმინს ხელი ჩაკიდა.
-ბატონო პაკ ჯიმინ თქვენ თუ ხართ თანახმა, რომ ჯონ ჯონგუკი იყოს თქვენი მომავალი მეუღლე და გაიზიაროთ მასთან ერთად ჭირი თუ ლხინი სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ ერთმანეთს?
-იცით მეე...-დაიწყო ჯიმინმა ყოყმანი. ამ დროს ჯონგუკმა ხელზე მოუჭირა და სევდიანად გადახედა ომეგას.-ამმ... რატომაც არა, თანახმა ვარ.-თქვა ჯიმინმა. ამას მოყვა ტაშის დაკვრა და ყვირილი ხალხის მიერ.
-კარგით აი აქ მოაწერეთ ხელი ორივემ, მერე მოწმეებმა.-გაუწოდა ჟურნალი და კალამი მღვდელმა. ოთხივემ მოაწერეს ხელი.-კარგით ესეც ასე ღმერთმა შეგაბეროთ ერთმანეთს, ბედნიერებას გისურვებთ შეგიძლიათ ერთმანეთს აკოცოთ.-თქვა მღვდელმა და ტაში დაუკრა. ჯონგუკმა მიტრიალდა ჯიმინისკენ, ხელი თმაში შეუცურა ახლოს მიიზიდა და აკოცა. რათქმაუნდა ჯიმინმა არ უპასუხა კოცნაზე, მაგრამ ორივემ იცოდა, რომ ჯიმინს ეს უბრალო შეხებაც ძალიან მოსწონდა. მოკვდებოდა, მაგრამ არ აღიარებდა ახლა უკვე ქმართან, რომ მისი მოწონება დაიწყო.
YOU ARE READING
გთხოვ შემიყვარო
Romanceარ დაგასპოილერებთ🤧😏 (მარა გეტყვით რომ სასიამოვნო წასაკითხია😩💗)