გავიდა ერთი კვირა. ამ დროის განმავლობაში ჯიმინი არც ჭამდა, არც გარეთ გადიოდა. მთელი დღე ოთახში იჯდა და ხანდახან აივანზე წიგნს კითხულობდა ამით შემოიფარგლებოდა მისი დღე, ამის გარდა არაფერს აკეთებდა, არც მეგობრებთან საუბარი უნდოდა და ჯონგუკსაც ძალიან იშვიათად ეკონტაქტებოდა.
ჯონგუკი მასზე ძალიან ნერვიულობდა და იფიქრა ჯიმინის მეგობრებისთვის ან მშობლებისთვის მიემართა, მაგრამ ერიდებოდა იმის თქმა, რომ მისი მეუღლე თავის თავში ჩაიკეტა და დახმარებას საჭიროებს.-ჯიმინ, ჩემო ცხოვრებავ ძალიან გთხოვ გამოდი გარეთ გემრიელი საუზმე მოვამზადე და ერთად მივირთვათ, ან თუ გინდა ტელევიზორთან დაჯექი და იქ ჭამე, მე არ შეგაწუხებ.-ჯონგუკის გასაკვირად ჯიმინი გარეთ გამოვიდა მოწესრიგებული და დამშვიდებული, თან ღიღინებდა.
-მოვდივარ დამელოდე.-გასძახა ჯიმინმა და ქვევით ჩავიდა. ჯონგუკთან ერთად დაჯდა მაგიდასთან და საუზმის ჭამა დაიწყო. ამ ყველაფერს ალფა სიამოვნებით უყურებდა. მოსწონდა იმის ყურება თუ როგორ ჭამს ჯიმინი ამხელა ლუკმებით და მისი ლოყები გაბერილია.
-ღმერთო ჩემო რა ლამაზად გამოიყურები, მინდა მაგ ლოყებზე გიკბინო.
-მე არ მინდა ასე, რომ იჯექი მანდ და ჭამე.-წარბებშეჭმუხნვით წარმოთქვა ომეგამ და კიდევ ერთი ლუკმა ჩაიდო პირში.-ძალიან გემრიელია კარგი ხელი გაქვს.
-ვიცი მამაჩემმა მასწავლა საჭმლის მომზადება.
-ძალიან კარგი რეცეპტი აქვს გადაეცი.-ამ ნათქვამზე ალფამ მწარედ ამოიოხრა, თვალზე მომდგარი ცრემლი შეიკავა და ჭამა გააგრძელა.
-ნეტავ შემეძლოს.
-რა მოხდა? რატომ არ შეგიძლია?-შეწუხებულმა წარმოთქვა.
-ის უკვე 3 წელია მკვდარია.
-უიი ბოდიში, არ მეგონა...
-არაუშავს, უბრალოდ დაივიწყე, ეს ხომ შენ არ გეხება და ნუ დაინტერესდები იმით რაც არაა შენი საქმე. არ ხარ ვალდებული ის აკეთო რასაც გეტყვი ან დაგავალებ-თქვა ჯონგუკმა გაურკვეველი დამწუხრებული ტონით და მაგიდიდან ადგა.-ჭამას როცა დაასრულებ ყველაფერი ისევე დატოვე მოვალ და ავალაგებ, წავალ ბამის ვაჭმევ მანამდე, ნუ იჩქარებ ადგომას არ შეკოვალ სანამ არ დაასრულებ-თქვა და სამზარეულოდან ნელი ნაბიჯებით ბამისთან ერთად გავიდა.
YOU ARE READING
გთხოვ შემიყვარო
Romanceარ დაგასპოილერებთ🤧😏 (მარა გეტყვით რომ სასიამოვნო წასაკითხია😩💗)