ჯონგუკი მთელი დღე ურეკავდა ჯიმინს, მაგრამ ის ჯიუტად არ იღებდა ყურმილს, ამიტომაც ძალიან შეშინდა ჯონგუკი და სახლისკენ აიღო გეზი მაშინვე როცა სამუშაო დაასრულა. სახლში მისულს კი არავინ დახვდა, მხოლოდ ცარიელი სახლი დასაც ისეთი განსხვავებული არაფერი ყოფილა როგორც აქამდე იყო. ჯონგუკმა ჯიმინი მთელ სახლში ეძება, მისი გარდერობიც კი ნახა ხომარ გაიქცაო, მაგრამ არა ყველაფერი თავის ადგილას იყო მხოლოდ ომეგა არ ჩანდა არსად. ჯონგუკმა დაღლილმა დაესვენა საწოლზე და თავი ხელებში ჩარგო, თან იმაზე ფიქრობდა სად შეიძლებოდა ჯიმინი წასულიყო. ვერაფერი მოიფიქრა ამიტომ იფიქრა ჯერ შხაპი მიეღო და მერე საღ გონებაზე გადაერეკა ვიღაცეებთან. როგორც კი გარდერობში შევიდა თვალში პატარა თეთრი კონვერტი მოხვდა. მივიდა ახლოს თან გული საშინლად უცემდა, კონვერტი გახსნა და კითხვა დაიწყო.
"ჩემო ჯონგუკ, ვიცი სახლში მოხვედი და არსად დაგხვდი, ალვათ ძალიან ბევრი ინერვიულე. მინდა დაგამშვიდო და გითხრა, რომ ჩემი მეგობრის გადასარჩენად საკუთარი თავი შევწირე ამიტომ ჯუ იფიქრებ, რომ შეიძლება გავიქეცი. შენგან არასდროს გავიქცევი, რადგან მივხვდი თუ როგორ ძალიან შემიყვარდი. იმედუა არ გამიბრაზდები ამ გადაწყვეტილების გამო. თუ არ წავიდოდი თემინი ან შენ მოგკლავდა ან თეჰიონს რომელიც მოტაცებული ჰყავს. მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის ასე იქნება. შენ კი შეგიძლია სხვა გაიჩინო თუ დამპირდები, რომ არასდროს დამივიწყებ.შენი ჯიმინი❤️"
ჯონგუკმი ამის წაკითხვის შემდეგ დიდხანს თვალზე ცრემლ მორეული გაქვავებული იდგა. როცა აზრზე მოვიდა სწრაფად დასტაცა ხელი მობილურს და ჯინთან დარეკა.
-გისმენ ჯონგუკ.
-ჯინ გამარჯობა ბოდიში, რომ გაწუხებ, მაგრამ ხომ ვერ მეტყვი თეჰიონი სად არის?-ანერვიულებული ხმით ჰკითხა ალფამ.
-მოხდა რამე? თეჰიონი ცოტა ხნით ბუსანში წავიდა ბებია - ბაბუასთან. რატომ დაინტერესდი?- ჯონგუკს არ შეეძლო ჯიმინის საუკეთესო მეგობრისთვის დაემალა ის, რომ მისი მეგობარი მოიტაცეს.
-ჯინ, ჯიმინი მოიტაცეს...-თქვა ჯონგუკმა და ცრემლების ახალი ნაკადი გადმოუშვა.
-ჯონგუკ რას ამბობ? ეხლავე თქვენთან მოვდივარ და მომიყევი ყველაფერი. თეჰიონსაც დავურეკავ ეხლავე ჩამოვა.-ანერვიულებული ხმით ამოილაპარაკა თან სახლიდან გავიდა.
-კარგი ჯინ, მადლობა.- ჯონგუკმა ყურმილი დაკიდა და ეხლა თავის მეგობრებს დაურეკა დახმარების სათხოვნელად.
-ჯონგუკ? ამ დროს რომელმა ბზიკმა შეგაწუხა, რომ გაგახსენდი და მირეკავ?-ირონიულად მიუგო ჰოსოკმა.
-ჰოსს ძალიან გთხოვ ეხლა შენი ხუმრობების თავი არ მაქვს, ჯიმინი გაიტაცეს და აღარ ვიცი რა ვქნა. შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან სამივემ?
-რას ამბობ ბიჭო, ეხლავე მანდ გავჩნდებით.-თქვა თუ არა დაკიდა ყურმილი.
YOU ARE READING
გთხოვ შემიყვარო
Romanceარ დაგასპოილერებთ🤧😏 (მარა გეტყვით რომ სასიამოვნო წასაკითხია😩💗)