გავიდა 2 თვე. ჯიგუკი ერთმანეთთან უფრო დაახლოვდა, აქამდე თუ ერთმანეთს თავს არიდებდნენ ახლა ერთად ჭამენ, ფილმს ერთად უყურებენ, სახლს ერთად ალაგებენ, როცა ჯონგუკი სამუშაოდ მიდის საღამოობით ჯიმინი ხვდება და ვახშამს ერთად მიირთმევენ და ქალაქში ხელჩაკიდებული დადიან არა მარტო ხალხის დასანახად, არამედ მათ უნდათ ასე. თითქოს ჯიმინის დამოკიდებულებაც შეიცვალა ჯონგუკის მიმართ და ამას ორივე ამჩნევს, მაგრამ წინსვლა არ აქვთ რის გამოც ჯონგუკი წუხს.
ერთ ღამეს როცა ორივე მოწესრიგდა და დასაძინებლად დაწვა ჯონგუკმა უეცრად ჯიმინისკენ მიიწია და დაუძახა.
-ჯიმინ... გძინავს?
-ჰმმ... არა, რა მოხდა?
-არ ფიქრობ, რომ ჩვენს შორის ყველაფერი უნდა გავარკვიოთ? მგონია, რომ თითქოს წინსვლა გვაქვს, მაგრამ ადგილიდან მაინც არ ვიძვრით და მაინც იგივე მდგომარეობაში ვართ. შენ არ ფიქრობ ასე?
-იცი ჯონგუკ, მე ბევრ რამეზე ვფიქრობ თუნდაც იმაზე, რომ აქამდე ერთმანეთისთვის არ გვიკოცნია, ან ბავშვი არ გვყავს და ხალხი მაგაზე საუბრობს, ან კი იმაზე, რომ მიყვარხარ.-თქვა ჯიმინმა და ჯონგუკისკენ გადაბრუნდა, თან ცდილობდა სიბნელეში მისი სახე წარმოედგინა ამ აღიარების შემდეგ.
-რა? მოიცა რა თქვი? არ მომესმა არა? შეგიძლია კიდევ გაიმეორო ის რაც ეხლახანს თქვი?
-ორჯერ არასდროს ვამბობ სათქმელს ლამაზო.-თქვა ჯიმინმა და თვალი ჩაუკრა.
-ღმერთო ჩემო, ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი აღარც მახსოვს, ეს რა დღე გამითენდა. ჯიმინ მეც ძალიან მიყვარხარ და... იქნებ...-ნიშნისმოგებით დაიწყო ჯონგუკმა.
-ღმერთო ჩემო.-შემოირტყა შუბლზე ხელი ომეგამ.-მე გითხარი, რომ მიყვარხარ და კიდევ ნებართვას იღებ კოცნაზე?-იკითხა ჯიმინმა, ალფას სახეზე ხელები დაალაგა თავისკენ მისწია და დიდი ხნის ნანატრ ტუჩებს დააცხრა. ერთმანეთს მანამ კოცნიდნენ სანამ ორივეს უჰაერობამ არ შეაწუხა.
-ჯიმინ, ძალიან ბედნიერი ვარ ღმერთო ჩემო.-თქვა ჯონგუკმა და გულში ჩაიკრა პატარა სხეული.
-გასაგებია, რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ აუცილებელია ამ შენი პამელანდერსონის ძუძუებით მომგუდო? მინდა კიდევ დიდ ხანს ცხოვრება და ბავშვის ყოლა, ასემალე ნუ მომკლავ.- დრამატულა ამოიოხრა ჯიმინმა და თავი ამოყო ჯონგუკის მყერდიდან.
-საშინლად დრამატული პიროვნება ხარ.-თქვა ჯონგუკმა და დააცემინა.
-რა მოგივიდა, გაცივდი?
-მგონი, მაგრამ არაუშას გამოვკეთდები შენ მხოლოდ ჩამეხუტე.-თქვა ალფამ გულში მაგრად ჩაიკრა ომეგა და თვალები მინაბა.
-ასე არ შეიძლება მალე აეგდე ცხელი შხაპი მიიღე და წამლები დალიე.
-არ მინდა ადგომა, მეძინება.-ამოიწუწუნა ჯონმა.
-მე შენთვის არ მიკითხავს გინდა თუ არა, ადექი და ცხელი შხაპი მიიღე თორემ მე დაგბან იცოდე, საჭმელსაც ჩემი ხელით გაჭმევ, წამალსაც დაგალევინებ და მერე დაგაძინებ.
-ღმერთო ჩემო, რა კარგი აზრია საყვარელო, მიდი აბა შენ იცი.-თქვა ჯონგუკმა წამოდგა და ხელები წინ გაიშვირა.
-რა გინდა? უპატრონო ბავშვივით რას ასანსალებ მაგ ხელებს? მაგრთლა გავაკეთო? კარგი წამოდი.-თქვა ჯიმინმა თავისკენ მოექაჩა ალფას და დასაბანად შეიყვანა.-კარგი მიდი მალე ჯაკუზი ავავსე ცხელი წყლით გაიხადე და ჩაწექი, მე წავალ თეთრეულს გამოვცვლი, რომ კარგად დაისვენო.- თქვა ჯიმინმა და გავიდა გარეთ. სანამ ომეგა თეთრეულს ცვლიდა ჯონგუკმა მოასწრო გასუფთავება და წელზე შემოხვეული პირსახოცის ამარა გამოვიდა გარეთ.
-ჯონგუკ თმას ასე რატომ იშრობ დასველდა იატაკი დაჯექი და ადამიანურად ფენით გაიშრე.-უთხრა ჯიმინმა და ორი წყვილი პიჟამა გამოიღო კარადიდან.
-იქნებ შენ გამიშრო? ძალიან დაღლილი ვარ და მთელი სხეული მტკივა ვერ გავაკეთებ ჩემი ხელით.
-კარგი კარგი მოდი ჯერ პიჟამა ჩაიცვი არ გაიყინო პირსახოცის ამარა ხარ. ჩემიც დასველდა და უნდა გამოვიცვალო.-თქვა ჯიმინმა და პიჟამას გამოცვლას აპირებდა უცებ კი წელზე თბილი ხელის შეხება იგრძნო, თბილის არა უფრო ცხელის.-ჯანდაბა ჯონგუჯ...-წამოიკვნესა ჯიმინმა.
-ვიცი, ვიცი უეცარი და სასიამოვნო იყო.-თქვა ჯონგუკმა კმაყოფილი მზერით.
-სასიამოვნო კიარა შე ხეპრევ, ხელის გულები გიხურს სიცხე გაქვს მგონი, ეს მაკლდა ეხლა.-თქვა დანანებით ომეგამ და შუბლი დაიზილა.
-კარგი რა, რა საზიზღარი ხარ, მეგონა გესიამოვნა შენ კი ყველაფერი გააფუჭე.-ამოიწუწუნა პატარა ბავშვივით ალფამ ჯიმინს მოშორდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-დამელოდე ეხლავე დავბრუნდები.-წამოიყვირა ჯიმინმა და საძინებელი ოთახიდან გავიდა, რამდენიმე წუთში კი თერმომეტრით, აფთიაქის ყუთით და ძმრიანი ჯამით დაბრუნდა.-მიდი დროზე ეხლა თმა გაგიშრო უნდა, ქმ დროს შენ სიცხეს გაისინჯავ.-ინვენტარი მაგიდაზე დაალაგა, ჯონგუკს თერმომეტრი იღლიაში ჩაუდო და თმის გაშრობას შეუდგა პირსახოცით, თან კი თმას უვარცხნიდა.
-არც კი მეგონა ჩემი მეუღლე ასეთი მზრუნველი თუ იყო, ვფიქრობდი, რომ მხოლოდ უჟმურებას აფრქვევდი.
-ჯონგუკ შე წყეულო, რა გინდა რას მშხამავ.-დაიწყო წიკვინი ჯიმინმა, ჯონგუკს პირსახოცს ურტყამდა მხარზე, უცებ კი ფეხი აუცურდა იატაკზე და პირდაპირ ალფის კალთაში ჰპოვა მისმა სხეულმა სიმშვიდეს.-ხომ გითხარი შენ საძაგელო, რომ იატაკი დასველდა, როცა თმას იშრობდი და აი რა მომივიდა კიდევ კარგი ძირს არ დავეცი და არაფრრი ვიტკინე თორემ ეგ ავადმყიფობაც ვერ გიშველიდა, მოგიწევდა აივანზე ძილი.
YOU ARE READING
გთხოვ შემიყვარო
Romanceარ დაგასპოილერებთ🤧😏 (მარა გეტყვით რომ სასიამოვნო წასაკითხია😩💗)