7

194 30 5
                                    







ჯიმინს დილით ადრევე მოუვიდა მესიჯი. როცა გახსნა ნახა მისამართი რომლის ქვევითაც იყო პატარა წარწერა [პატარავ 3 საათზე გელოდები, ამ ადგილას დაგხვდებით მეც და შენი თეჰიონიც.] ჯიმინი ძალიან დაპანიკებული იყო თეჰიონთან ბევრჯერ დარეკა და სახლშიც მიაკითხა მაგრამ ვერსად იპოვა. ამის შემდეგ უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩა უნდა წასულიყო და მეგობარი საკუთარი თავის ნაცვლად უნდა დაეხსნა. ჯონგუკზეც ფიქრობდა, რომელიც სულ ახლახანს მიხვდა, რომ უყვარდა, მაგრამ მაინც გააკეთა ეს და 3 საათისთვის უკვე იმ მიყრუებულ ადგილას იყო სადაც დაიბარეს.
-ჰეიიი... არის აქ ვინმე?-ტირილისგან ჩამწყდარი ხმით ძლივს დაიყვირა, მაგრამ არავის გაუცია პასუხი.
-თეჰიონნნ... თეჰი აქ ხარ?-პქსუხი ისევ არ იყო, მაგრამ ჯიმინის საოცარი სმენის უნარით შორიდან ფეხის ნაბიჯების ხმა გაიგონა არა ორი წყვილი არამედ ერთი.
-უკვე მოსულხარ ლამაზო, როგორ გიკითხო?-ამაზრზენი ღიმილით უახლოვდებოდა ზურგიდან სხეულს და ხელში იარაღს ათამაშებდა.
-მოგკლავ შენ საზიზღარო, სადაა ჩემი თეჰი? მითხარი მალე, წავიყვან და წავალ.
-რა თეჰიონი? ვინ თეჰიონი? ვინაა საერთოდ თეჰიონი? აქ ეგეთი არავინ მყავს.-ცინიკური ხმით უპასუხა თემინმა და ჯიმინს მხარზე შეეხო.- ნუთუ ასე მარტივად ტყუვდები ჯიმინ? მე შენი თეჰიონისთვის ხელიც არ მიხლია ვერ ხვდები? მოგატყუე! მე აქ შენთვის ვარ, შენ მხოლოდ ჩემი ხარ სხვა არავისი და არ დავუშვებ, ჩემი საკუთრება ვიღაც ღლაპმა აყლაყუდამ წამართვას.
-ღლაპს გაჩვენებ ახლა თუ გთხრიშე ეს გუკის ნაჩუქარი ბეჭდიანი ხელი. ჩემი ჯონგუკი არც ღლაპია და არც აყლაყუდა შენგან განსხვავებით. ის მოვა და წამიყვანს, აი ნახე თუ მასე არ მოხდება და შენ ციხეში ჩაჯდები. იმედია არ გგონია, რომ თავს მხოლოდ იმედით ვიმშვიდებ, ეს მართლა მოხდება და მერე ნახე შენ რაც მოგივა.-თავდაჯერებულმა მიახალა ჯიმინმა თან გულ- მუცელი ეცვოდა და გონებაში ფიქრობდა "ვაითუ ჯონგუკმა ვერ მიპოვა და ვერ გადამარჩინა, მერე რა გავაკეთო? მაგრამ არაა ჩემი ჯონგუკი აუცილებლად მიპოვის მე ხომ მას მისამართი დავუტოვე და ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს".
-კარგი რაა ასეთ დიდ გულზე რატომ ხარ ჩემო ლამაზო, დარწმუნებული ვარ შენი გუკი ვერ გვიპოვის, ისეთ ადგილას მივდივართ არამგონია საერთოდ განაგონი ჰქონდეს, სანამ პასპორტებს დავამზადებინებ იქამდე იქ დავრჩებით მერე კი კანადაში წავალთ. აი ნახე რა კარგ ცხოვრებას ავაწყობთ შენი ჯონგული ლი მთელი ცხოვრება შენს ძებნაში ამოხდება სული.-თქვა თემინმა და ჯიმინს პირზე ნაჭერი ააფარა რაღაც სითხიანი რომელმაც ბიჭი წამებში გათიშა.

რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა მივიდნენ პატარა სოფელში სადაც სულ რაღაც 5-6 სახლი იყო. ამათგან ერთ-ერთში თემინმა უსულო ჯიმინი შეათრია და საწოლზე დასვა. სანამ შეშა და საჭმელი მოაგროვა ჯიმინიც გამოფხიზლდა, თავისთვის კუთხეში მიინაბა და ტირილი დაიწყო. რამდენიმე საათი გაუჩერებლად ტიროდა არც საჭმელი მიუღია და არც განძრეულა ერთი ადგილიდან. თემინს ამის შემყურე ტვინში აასხა და გაბრაზებულმა ბოლო ხმაზე იღრიალა ისე, რომ ჯიმინს ტირილი არ შეუწყვიტავს პირიქით უფრო უმატა.
-გეყოს უკვე, საკმარისია ამდენი ტირილი. საყვარელ ადამიანთან ხარ და რაღა გატირებს შენ მართლა დედა ნატირებო.-იღრიალა და სკამი მოიქნია ჯიმინის მიმართულებით, მაგრამ საბედნიეროდ ომეგას არ მოხვედრია.

რამდენიმე დღე ასე გავიდა ჯიმინს პირში ლუკმა არ ჩაუდია. მხოლოდ იმის იმედი ქონდა, რომ ჯონგუკი იპოვიდა მასაც თემინსაც და ისე, რომ მეორედ აქ აღარ მოხვედრილიყო მოაშორებდა აქაურობას თემინს კი მაგრად მიბეგვავდა და პოლიციას გადასცემდა. მთელი დღე ცდილობდა არ ეტირა, რომ თემინს რაიმე ცუდი არ ჩაედინა და ღამით გასასვლელს ეძებდა თან ლოცულობდა ჯონგუკი მალე მოსულიყო მის გადასარჩენად.

ასე გავიდა ერთი თვე. ჯიმინი ძალიან დასუსტდა და ძალა გამოეცალა. მთელი დღე იმის შიშით, რომ თემინს ხელი არ ეხლო მისთვის ყველაფერ აკეთებდა. თან თავის ალფას გულმოდგინედ ელოდა ყოველდღე, როდის მოვიდოდა შემოამტვრებდა კარს მივარდებოდა თემინს სახეს გაუერთიანებდა და ჯიმინს ხელში აყვანილი სახლში წაიყვანდა.რამდენჯერ იმაზეც კი უფიქრია როგორ გააგრძელებდა წყვილი ცხოვრებას თუნდაც თავიანთ შვილებთან ერთად.

გთხოვ შემიყვაროWhere stories live. Discover now