10

115 23 1
                                    




-რა მოხდა მინი, ასე გაკვირვებული რატომ მიყურებ?-იკითხა ჯონგუკმა და თან გზას თვალს არ აცილებდა.
-რა წერილს გულისხმობდი ეხლახანს?-ჰკითხა ჯიმინმა.
-შენი გატაცების დღეს, რომ დამიტოვე ჩემს ოთახში. სადაც ეწერა, რომ შეგიყვარდი და არ გინდოდა ჩემგან ისე წასვლა, რომ მიყვარხარ არ გეთქვა. არ არის ასე?
-ჯონგუკ, მე არანაირი წერილი არ დამიტოვებია, იმ დღეს შენს ოთახში საერთოდ არ შევსულვარ.
-მოიცა, ანუ ის შენი დაწერილი არ იყო? ისევ არ გიყვარვარ?-გულდაწყვეტილმა იკითხა ალფამ.
-მაპატიე, მაგრამ არ არის ჩემთვის ასეთი მარტივი შენი შეყვარება. მართალია მომწონხარ, მაგრამ არ მიყვარხარ. მე ვერ მოგცემ იმედს თუ ჩემი გრძნობები არ შეიცვლება, რადგან ისე გიყურებ როგორც მეგობარს.-უთხრა ჯიმინმა და უხერხულად შეიშმუშნა. არ სურდა თავისი ალფისთვის გული ეტკინა, მაგრამ სიმართლეს ვერსად გაექცეოდა.
-კარგი ჯიმინა, არაუშავს მე დაგელოდები. დაგელოდები მანამ სანამ შენ გადმოდგამ ჩემსკენ ნაბიჯს.-მეტი აღარ უსაუბრიათ, ნახევარ საათში უკვე სახლში იყვნენ. ჯონგუკს თითქოს სახეზე წყენა ეტყობოდა და ამის შემხედვარე ჯიმინი უხერხულად გრძნობდა თავს.
-ჯონგუკ, ძალიან გთხოვ ეგრე დაღვრემილი ნუ ხარ. არ მომწონს როცა ასეთს გხედავ, მოდი ცოტა ჭამე და მერე თუ გინდა ერთად ფილმს ვუყუროთ?
-როგორც გინდა.-თქვა ჯონგუკმა და მაგიდასთან დაჯდა.- ჯიმინ ძალიან გემრიელია, შენც კარგი ხელი გაქვს ჩემსავით.-გაიხუმრა ჯონგუკმა.
-ხო აბა როგორ, ჩემს ქმარს ვგავარ.-ამ სიტყვებზე თითქოს ჯონგუკს ხალისი მიეცა და უფრო გამოუკეთდა ხასიათი.-მე დავასრულე, წავალ პოპ კორნს მოვამზადებ შენ მანამ შეგიძლია ჭამა დაასრულო და ფილმი აარჩიო.
-კარგი ეხლავე, მოვალ და ავარჩევ, მაგრამ შენ როგორის ყურება მოგწონს? რომელი ჟანრი გინდა?
-შენს გემოვნებას ვენდობი, რასაც მოისურვებ იმას ვუყუროთ, მაგრამ ჰორორი არა. მთელი ღამე ვერ დავიძინებ ასე, რომ მირჩევნია თავი ავარიდო მაგას.
-კარგი, როგორც მეტყვი.-თქვა ჯონგუკმა და თეფშები ნიჟარაში ჩაალაგა.-ამათ მე დავრეცხავ.
-კარგი, მაგრამ... ჯანდაბა ვერ ვწვდები-ჯიმინი ცდილობდა ქვაბის ჩამოღებას მაღლიდან, მაგრამ ვერაფერს გახდა.
-მოიცა დაგეხმარები-თქვა ალფამ და ჯიმინს ზურგზე მკერდით მიებჯინა, ერთი ხელი მაღლა ასწია მეორე კი ომეგას წელზე შემოჰხვია.-ესეც ასე, გამომართვი-გაუწოდა ჭურჭელი, მაგრამ წელიდან ხელი არ აუღია.
-მმჰჰ.-ჩაახველა ჯიმინმა და ალფას მოშორდა.-მადლობა.-ჯონგუკმა დანანებით გახედა და ჭურჭლის რეცხვა გააგრძელა.


მალევე მორჩნენ საქმეს და ფილმის ყურებას შეუდგნენ. ჯიმინი ცალკე სავარძელზე იჯდა მოკუნტული და ადგილს ვერ პოულობდა მოსასვენებლად, ხოლო ჯონგუკი მდივანზე იყო წამოწოლილი და ჯიმინის ქოთქოთს შეჰყურებდა შეწუხებული.
-კარგი, კარგი, მოიცა -თქვა ალფამ ომეგას ხელი ჩასჭიდა, თავისკენ მოქაჩა და გულზე დაიწვინა.-ასე უმჯობესია.-დასძინა და ჯიმინს, რომელიც მის ზემოდაც იწვა და გაკვირვებული უყურებდა პლედი გადააფარა.-ახლა ხომ მოკალათდი? თავი დამადე გულზე და უყურე, აღარც შეგცივდება და ვფიქრობ კომფორტულადაც ხარ, მაგრამ თუ არ ხარ კომფორტულად შემიძლია მე გადავიდე სავარძელში და შენ გასწორდი.-ვთქვი და წამოდგომას ვაპირებდი რა დროსაც ჯიმინმა ხელი დამიჭირა და მაგრად ჩამეხუტა.
  -არსად არ წახვიდე კარგად ხარ ასეც. იყავი მანდ და უყურე შენც.- ენის ბორძიკით თქვა და თავი ისევ გულზე დამადო.

   jimin's pow:

      სავარძელში ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, ამიტომ ადგილს ვერ ვპოულობდი მოსაკალათებლად. ამ დროს ჯონგუკმა წამოდგა და თავისთან გადამსვა. ღმერთო ჩემო რას აკეთებს ეს ბიჭი, ასე ძალიან რატომ მცხვენია მასთან ახლოს ყოფნის? და თან ძალიან სასიამოვნოა მასთან დროის გატარება თითქოს ამ მცირე ხნის მანძილზე ჩემი სულიერი მეგობარი გახდა, ასე ახლოს თეჰიონთან და ჯინთან ვარ მხოლოდ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჯონგუკს ისე არ ვუყურებ როგორც ჩემს საუკეთესო მეგობრებს. ის უფრო სხვანაირია ჩემთვის, ვერ ვიტყვი იმას, რომ მომწონს ან მითუმეტეს მიყვარს, მაგრამ მასთან განსაკუთრებულად ვგრძნობ თავს.


_____________________________________

ხალხო გამარჯობა😅 ძალიან გთხოვთ ნუ ჩამქოლავთ და იმედია გახსოვართ, თუმცა არ იქნება გასაკვირი, რომ არ გემახსოვრებოდეთ. აქამდე უბრალოდ ვერ ვნახულობდი იმისთვის საჭირო ემოციას, დროს, მუზას და ხალისს, რომ ახალი თავი დამეწერა😓 თან ბევრი ჩემთვის ცუდი რამე მოხდა ივნისში და გთხოვთ გამიგოთ☺️

გთხოვ შემიყვაროМесто, где живут истории. Откройте их для себя