4

221 28 6
                                    

  




ქორწილიც დასრულდა. ხალხი დაიშალა. ჯიმინის მშობლები და მეგობრები მძღოლმა გააცილა სახლამდე. ახალდაქორწინებული წყვილი თავიანთი მანქანით წამოვიდნენ სახლში.

ჯონგუკმს ეზოში დააპარგინგა მანქანა და ორივე გადმოვიდა.
-ვაუ რამხელა სახლი გქონია.-თქვა ჯიმინმა და სახლს თვალი უინტერესოდ მოავლო.
-დიახ, და ეს სახლი დღეიდან შენიც არის. აქ მარტო მე და შენ ვიცხოვრებთ, სხვა არავინ იქნება.
-მოიცა სულ არავინ? არც შენი მშობლები? არც ნათესავები?
-არა. აქ მარტო ვცხოვრობ ერთ დამლაგებელთან ერთ მზარეულთან და 2 მებაღესთან ერთად, მაგრამ მებაღეები კვირაში ერთხელ მოდიან ეზოს დასასუფთავებლად.
-კარგი გადასაგებია.-თქვა ჯიმინმა და შეაბიჯა სახლში. აღრფთოვანება ვერ დამალა სახლის შიდა ინტერიერი ისევე როგორც გარე, ძალიან ლამაზია.-იმის კვალობაზე, რომ სახლში მარტო ცხოვრობ სახლი კარგად გაქვს მოწყობილი.
-მადლობა. ეს ყველაფერი ჩემი ორგანიზებითაა გაკეთებული.-თქვა ჯონგუკმა და პიჯაკი გაიხადა. 
-ყველაფერი ძალიან ლამაზია... კარგი ჩემი ოთახი საითაა მითხარი უნდა ვიბანავო და დავიძინო, ძალიან დავიღალე.-თქვა ჯიმინმა და თვალები მოიფშვნიტა.
-მეორე სართულზე დერეფნის ბოლოში, ბოლოდან მეორე კარია მარცხენა მხარეს.-უთხრა ჯონგუკმა და თვითონ სამზარეულოსკენ წავიდა.

ჯიმინმა მიაგნო თავის ოთახს, იბანავა გამოიცვალა თმა გაიშრო და დაწოლას აპირებდა როცა ოთახის კარი გაეღო.
-აქ რა გინდა?-იკითხა გაკვირვებით ჯიმინმა.
-რას ქვია რა მინდა? ჩემს ოთახში არ შეიძლება შევიდე და მეუღლესთან ერთად დავიძინო?-ამბობდა ჯონგუკი და თან კარადიდან პიჟამას იღებდა.
-არა არ შეიძლება შენთან ერთად არ დავწვები ერთ საწოლში.-თქვა ჯიმინმა და საწოლში შეძვრა.
-კარგი ერთი და რატომ ვითომ?-ირონიულად იკითხა ჯონგუკმა და თან ჯიმინის თვალწინ ბოქსერების ამარა დადიოდა.
-რას აკეთებ?-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ჯიმინმა.
-სულ მაგ კითხვას რატომ მისვამ, ვერ ხედავ რომ ვიცვლი?-გაღიზიანებით წარმოთქვა ჯონგუკმა, თვალები გადაატრიალა და შარვალი ჩაიცვა.
-და ჩემს თვალწინ რატომ იცვლი? ან ზედა რატომ არ გაცვია და რატომ გაქვს ეგ 2 ზომა მკერდი გადმოყრილი? რას აკეთებ მკერდს მიმარიაჟებ ვითომ?- გაიჯგიმა ჯიმინი.
-შენს თვალწინ ვითომ არ შემიძლია გამოცვლა? თუ ჩემი გცხვენია? ან რას ბოდავ, რატომ უნდა ვამარიაჟებდე ჩემს მკვრივ, გამოყვანილ და სექსუალურ სხეულს?-ჩაიცინა ჯონგუკმა და თვითონაც ჩაწვა საწოლში. ჯიმინი მეორე მხარეს გადატრიალდა, რომ ჯონგუკისთვის მისი ცრემლიანი თვალები არ დაენახებინა. ცოტა ხანს ასე ტიროდა, ჯონგუკისგან ხმა, რომ არ გაუგია იფიქრა ეძინა და ცოტათი გასწორდა.
-დაასრულე?-ჩუმად იკითხა ჯონგუკმა და ომეგას თვალებში შეხედა.
-რას გულისხმობ? რატომ არ გძინავს? მეგონა გეძინა.-თქვა ჯიმინმა თვალი აარიდა ალფას და დასიებული სახე საბანში ჩამალა.
-რატომ ტირიხარ?- ისევ ხმადაბლა კითხა ჯონგუკმა, ახლოს მიიწია და ომეგა გულში ჩაიკრა. ჯიმინს ცოტათი შერცხვა, რადგან ალფის შიშველ სხეულთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, მაგრამ არ შეწინააღმდეგებია. უკვე აღარაფრის ძალა აღარ ქონდა ამიტომ თვალებიდან ცრემელბის ახალი ნაკადი წამოუვიდა.
-იქნებ მითხრას ჩემმა ომეგამ თუ რა აწუხებს? იქნებ დავეხმარო?-ხმადაბალი მზრუნველი ტონით ჰკითხა ალფამ და უფრო მჭიდროდ მიიკრა პატარა სხეული.
-აღარ შემიძლია იმის ატანა, რომ ხალხი ნივთად აღმიქვამს. არ მინდა ყველასთვის ასეთი მარტივი ვიყო, მეც მინდა ძლიერი ვჩანდე და არ მინდა ყველაფრის გამო გული მეტკინოს. არაა ჩემი გადაწყვეტილება ის, რომ ასეთი მინდობი ვარ ადამიანებზე და შედეგებზე არ ვფიქრობ. მეც ისეთივე ნორმალური ცხოვრება როგორიც სხვებს აქვთ.-ამოისლუკუნა ომეგამ და ხელები სახეზე აიფარა.
-კარგი კარგი ჩემო ლამაზო, ნუ ნერვიულობ გთხოვ.-ანუგეშებდა ჯონი თავის მკლავებში მოქცეულს და ომეგის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე თვითონაც გული უკვდებოდა და ტირილი უნდოდა. ნუთუ ასეთი ძნელია ამ პატარა, საყვარელი  ადამიანის გულის გახარება და ბედნიერების მოპოვება? ფიქრობდა ჯონგუკი და თან ჯიმინს მჭიდროდ იკრავდა თბილ სხეულზე.
-ძალიან გთხოვ გამიშვი... ხომ იცი... მე არ მიყვარხარ და ვერც შეგიყვარებ თუ ასე ძალით გამაჩერებ შენთან. მინდა საკუთარი ცხოცრება თვითონ ვმართო და თავისუფალი ვიყო, არ მინდა ვინმეზე დამოკიდებული ვიყო და საკუთარი თავი მეცოდებოდეს, არ მინდა სალუთარი თავი მხოლოდ იმის გამო მძულდეს, რომ ასეთი სუსტი ვარ.-ხმადაბლა, მაგრამ დამწუხრებულად წარმოთქვამა ჯიმინი.
-კარგი ჯიმინ, კარგი თავს ნუ იტანჯავ... გთხოვ არ გინდა ასე მოქცევა. არ შემიძლია შენი გაშვება, მაპატიე.-ამას ამბობდა ჯონგუკი, მაგრამ არ იცოდა, რომ ომეგას მის მკლავებში ჩაძინებოდა.-ჯიმინ? გესმის ჩემი? ნუთუ გძინავს? კარგი ჩემო ლამაზო ტკბილი სიზმრები. იმედია მალე შემეჩვევი და შემიყვარებ. იქამდე დაგელოდები და არაფერს მოვიმოქმედებ.-თქვა ჯონგუკმა ომეგას მაგრად მოეხვია და  თვითონაც დაიძინა.

გთხოვ შემიყვაროWhere stories live. Discover now