13

90 17 1
                                    





მეორე დღეს დილიდან ჯიმინმა სახლი დაალაგა, საჭმელი გააკეთა, ოთახი დაალაგა და რაც მთავარია ჯონგუკს აქცევდა ყურადღებას. მთელი დღე ალფა მდივანზე იწვა და სიცხისგან იწვოდა.
-ჯონგუკ, ძალიან გთხოვ ნუ ხარ ასეთი ჯიუტი, ხომ ხედავ მთელი დღეა სიცხე გაქვს და წევხარ არაფრის ძალა არ გაქვს, სახლში გამოვიძახეთ ექიმი, მაგრამ ვერაფერი გიშველა მხოლოდ წამლები დაგალევინა, რომელსაც არანაირი შედეგი არ ჰქონია. შენივე ჯანმრთელობისთვის არის საჭირო და გთხოვ წავიდეთ.-ევედრებოდა ჯიმინი ალფას და თან სახეზე ეფერებოდა.
-არ მინდა საავადმყოფოში, მეც გთხოვ, რომ გამიგო არ მაკავშირებს ბედნიერი მოგინებები მაგ ადგილიდან და ვერ წავალ გთხოვ. უბრალოდ ჩემთან იყავი და ყველაფერი გამივლის. მერწმუნე შენზე ძლიერი წამალი ჩემი სხეულისთვის არ არსებობს.-თქვა ჯონმა, ომეგა კალთაში ჩაისვა და მაგრად მოეხვია.
-კარგი თუ ასე გინდა, მაშინ მოდი იბანავე. იმდენად ოფლიანი და ცხელი გაქვს კანი რომ ჩაგეხუტე შიშველ სხეულზე მეც მიგეწებე. წამოდი დაგეხმარები ბანაობაში.-ჩაიხითხითა ჯიმინმა და ალფა ფრთხილად წამოაყენა.
-ჩემთან ერთად იბანავე.-ყურში ჩასჩურჩულა ჯონგუკმა.
-ეჰეე არამგონია მაგის თავი გქონდეს, არ მინდა პირველივეზე ასე საშინლად ჩაიაროს ყველაფერმა მითუმეტეს წყალში.-თქვა ჯიმინმა ამრეზით.
-მოიცა მოიცა რეებს ფიქრობ მე უბრალოდ ბანაობა შემოგთავაზე.-სიცილი დაიწყო ალფამ და საწოლზე ჩამოჯდა.
-კარგი ნუ დამცინი სანამ წყალი აივსება მიდი შენ გაიხადე და სააბაზანოში შემოდი.-თვალები აატრიალა ომეგამ.
      -ჩემო მშვენიერო აბა რას ვიზამ, ეხლავე მანდ გავჩნდები-წაიღიღინა ჯონგუკმა და ცეკვა-ცეკვით გავიდა სააბაზანოში, ამ სცენამ კი ჯიმინს სიცილი მოჰგვარა.-რა გაცინებს, რამე მაქვს სასაცილო?-სერიოზული ტონით ჰკითხა ჯონმა.
-ასეთი სხეულის მქონე ადამიანს, ასეთი  პატარა და უნაოჭო ტვინი როგორ შეიძლება ჰქონდეს? შეხედე რა ტანზე დგახარ და რა ბავშვურად იქცევი.-იცინის ჯიმინი რა დროსაც ალფა ხელს ჰკიდებს წელზე, ექაჩება და მასთან ერთად წყალში აგდებს.
-ასე გეკუთვნის,იჯექი ეხლა წყალში დაწუმპული საცვლებით და იბუზღუნე, მე დავისვენებს ცოტას ცხელ წყალში.-თქვა ჯონმა, თვალები მინაბა და სხეული მოადუნა, რა დროსაც ძლიერი ტკივილი იგრძნო ფეხებს შუა.-ააა, რა ხდება, მტკივა!
-მისმინე ლაწირაკო, ვინ მოგცა უფლება მასე მომექცე, შენ მემგონი მართლა არ გიმუშავებს საღად ეგ ტვინი, რას ჩამაგდე წყალში, ჩემით ვერ ჩამოვიდოდი თუ რაა. გეკითვნის ეხლა იყავი მასე და იზილე პენისი.-თქვა წიმინმა კმაყოფილი მზერით და ჯონგუკის მოპირდაპირედ დაჯდა წყალში.
-ასე ძალიან რატომ მომიჭირე, გინდა დავშავდე? მერე შენ რაღა გეშველება? ნახე შენდამი როგორი ერთგული ვარ და როგორ გაფასებ? შენ სულ დამცინი და ჩემზე ძალადობ, მე კი შენზე განაწყენებაც კი არ შემილია ისე მიყვარხარ, მაგრამ არაუშავს ეს იმის ბრალია ალბათ, რომ საკმარისად ვერ შეგაყცარე თავი, ვიცი ვიცი ჩემი ბრალია.-თქვა დამწუხრებით ჯონგუკმა და სახე მოეღრუბლა წამიერად.
-ჯონ, ჩემო სიმპატიურო ასე რატომ ფიქრობ, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ. უბრალოდ ეს ჩემთვის პირველია და მიჭირს გამოხატვა, მაგრამ მალევე მივეჩვევი და აღარ იგრძნობ თავს მარტოსულად. მერწმუნე ამ ქვეყანაზე ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და ამას ვერასდროს ვერავინ შეცვლის.-თქვა ჯიმინმა, ალფას სახეზე მოეფერა და ზურგით მის გულ მკერდს მიებჯინა.-იცოდე ჩვენ დიდახნს და ბედნიერად ვიცხოვრებთ, ახლაც ბედნიერად ვართ, მაგრამ რაღაც მაინც გვაკლია და მალე ეგეც გვექნება.

გთხოვ შემიყვაროWhere stories live. Discover now