დაღლილმა ამოვისუნთქე და სლიზერინის გოგოების გასახდელიდან გამოვედი. ირგვლივ თითქმის არავინ იყო, მაგრამ მაინც შევძელი დამენახა ჯგუფები როგორ მიდოდნენ წინ. სიარული გავაგრძელე და დავინახე მარტო მდგარი ბიჭი, რომელიც დენი აღმოჩნდა.
"ჰეი, დენ!" მისკენ წავედი, მომღიმარი.
გამომხედა და გამიღიმა.
"(შ/ს), ჰეი. ვიფიქრე რომ უკვე წახვედი. მაგეამ რადგან აქ ხარ, დღეს კარგად ითამაშე"
"შენც. შენ რომ არ მოგეფიქრებინა ბოლო გეგმა, ვინ იცის, იქნებ ჰარის დაეჭირა სნიჩი. " ბიჭმა გამიღიმა, მაგრამ მერე გავაგრძელე. "ცუდია, რომ ხალხს ჩვენი გუნდი დაამახსოვრდებათ როგორ თაღლითებისგან შემდგარი გუნდი"
"ხო, ვწუხვარ ამის გამო. ვფიქრობ, რადგან აქამდე სულ ვიგებდით, ამის გამო ფლინტს თავსი აუავარდა"
თავი დავუქნიე გაგებით, შემდეგ კი სიჩუმე ჩამოწვა. ჩვენ სიჩუმეში გავაგრძელეთ სიარული სკოლისკენ, სადაც დავინახე მოსწავლეების უმეტესობა ერთად შეჯგუფებულიყო. მათი შემყურეს მუცელში უცნაური გრძნობა გამიჩნდა. 'რა მოხდება თუ ისინი ჩემი გუნდის საქციელს მე დამაბრალებენ? იქნებ მიბრაზდებიან რადგან სლიზერინს მოგებაში დავეხმარე'
"ჰეი, გაიზ!" მომესმა მხიარული ხმა არსაიდან, რის გამოც შევხტი.
"ჰეი ფილ!"დენის სახე განათდა. "თამაშს უყურე?"
"კი, თქვენ ორმა კარგად ითამაშეთ! ფაქტიურად თქვენ მოიგეთ თამაში" ფილის ნათქვამმა გამამხნევა.
"აჰ.... მადლობა" ნერვიულად გამეცინა.
"არაფრის" ფილმა გამიღიმა, შემდეგ კი დენს მიუბრუნდა. "დენ, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკან, ჩვენს მაყურებლებს ახალი ვიდეო უნდათ."
"ოჰ, ჯანდაბა, დამავიწყდა" დენმა მე გამომხედა. "მაპატიე (შ/ს), უნდა წავიდე, მოგვიანებით შევხვდეთ?"
"კარგი," ვუპასუხე და დავინახე როგორ გაიქცნენ ისინი. ჩემთვის ჩავილაპარაკე. "რა ჯანდაბაზე საუბრობდნენ? მაყურებლები? რა? ისინი რამე შოუში მონაწილეობენ თუ რა?"

YOU ARE READING
The Slytherin Queen-Year 1 (დასრულებული)
Lãng mạn(y/n) ლავშარმი, მერლინის შთამომავალი და ლავშარმის ოჯახის უფროსი ქალიშვილი, მისი ცხოვრება მისთვის გამორჩეული იყო. მაგრამ ჰოგვორტსში მისი ცხოვრების დაწყების შემდეგ, შემდგომი მოვლენები ამტკიცებს, რომ მისი ცხოვრება არც ისე ადვილი იქნება. ჰარი პოტერთან...