დღეები გავიდა, ახლა წლის ბოლო იყო. ტყუპებსა და ფილიპს ვაკვირდებოდი ეზოში. იმ ღამის შემდეგ ახალგაზრდა ჰაფლეპაფს არ დავლაპარაკებივარ, მაგრამ ვიცოდი, ის მიხვდა მისი საიდუმლო ვიცოდი. ჩვენ კარგად ვიყავით, მისი საიდუმლო საიდუმლო ხუმრობის თემაც კი იყო.
"აბა ფილიპპ" ჯორჯმა დაიწყო, რამაც ფიქრებიდან გამომარკვია, რიჟას ავხედე. "გავიგეთ რომ შენ პირველ კურსელი რეივენქლო პარკში სეირნობაზე დაითანხმე"
"ოჰ" ფრედიც აყვა. "რა სისატიკეა. რამდენი გოგო ატირდა შემდეგ?"
"დიახ, ვფიქრობ რედვულფი არის ჩვეულებრივი მგელი ცხვრის ტანსაცმელში" ვიხუმრე, თვალი ჩავუკარი ყავისფერთმიან ბიჭს და მათთან ერთად გავიცინე.
ასე გავაგრძელეთ, ვხუმრობდით და ვსაუბრობდით. ეს კარგი იყო, სიმშვიდე ვიგრძენი. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს შტორმის წინანდელ სიმშვიდეს გავდა.
ირგვლივ მიმოვიხედე და დავინახე ოქროს ტრიო, ჩემი მიმართულებით მოდიოდა.
"ოჰ ღმერთო, უკვე მესმის ელვის ხმა" ღრმად ამოვისუნთქე.
"ეს რა იყო?" მომესმა ჩემს ყურთან, რამაც ჩემი ახტომა გამოიწვია. ფრედსა და ჯორჯს გავხედე, რომელბიც ოჰ-ძალიან-ცნობილ-ვიზლის-მომხიბლავ ღიმილს მჩუქნიდნენ. თვალები ავატრიალე. "ბოდიში ბიჭებო, უნდა წავიდე"
"როგორც არ უნდა მინდოდეს დარჩენა ფანტასტიკურ სამყაროში ჩემს ორ მომხიბლავ პრინცთან და დიდ ცუდ მგელთან ერთად უნდა წავიდე" დრამატულად დავუქნიე თავი მათ. შემდეგ კი ტრიოს მიმართულებით გავიქეცი. ჰარის მწუხარება ქონდა თვალებში. მათ დამინახეს და გამიღიმეს.
"ჰეი, რა ხდება?" ბედნიერად ვთქვი, თუმცა ინტერესი მკლავდა.
პირველმა ჰარიმ მიპასუხა. "ჩემი იარა. ის წვას განაგრძობს"
"ეს ადრეც მოხდა" ჰერმიონამ აღნიშნა, დავფიქრი, თუ როგორ მოიქცა ის ნახევრად ცოცხალი ჯადოსნური ცხენის ნახვის დროს.
YOU ARE READING
The Slytherin Queen-Year 1 (დასრულებული)
Lãng mạn(y/n) ლავშარმი, მერლინის შთამომავალი და ლავშარმის ოჯახის უფროსი ქალიშვილი, მისი ცხოვრება მისთვის გამორჩეული იყო. მაგრამ ჰოგვორტსში მისი ცხოვრების დაწყების შემდეგ, შემდგომი მოვლენები ამტკიცებს, რომ მისი ცხოვრება არც ისე ადვილი იქნება. ჰარი პოტერთან...