სარკის საიდუმლო (29)

137 7 0
                                    

მთელი დღე გავიდა სარკის ინციდენტის შემდეგ და უკვე მალფოის სახლში მივდიოდი. ყველაფერი წინა დღით ჩავალაგე. Windcatcher ჩემს მხარზე თავის ჩვეულ ადგილას იყო მოთავსებული. თავი გავაქნიე ჩემი ახალი სამკაულის გამო, რომელსაც Windcatcher უცნაურად უყურებდა და დიდი დარბაზისკენ წავედი, სადაც ჩემი მშობლები მიცდიდნენ.

ისინი გაშლილი ხელებით მომესალმნენ და კითხვები დამისვეს ყველაფერზე რაც კი აქამდე გადამხდა. მათ კითხვებს ვუპასუხე ნახევრად გულწრფელად რადგან ჩემი გონება სხვა რამეზე ფიქრით იყო დაკავებული. მე ჯერაც გუშინდელზე ვფიქრობდი და იმაზე თუ რა გვითხრა დამბლდორმა მე და ჰარის.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ეს კიდევ ერთი ჩვეული ღამე იყო. მე და ჰარი სარკის წინ ვიჯექით და მას ინტერესით ვუყურებდით. ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე თუ რას ვხედავდით და ვცადეთ გამოგვეცნო თუ რა იყო სინამდვილეში ეს მისტიკური სარკე, თუმცა საბოლოოდ პასუხებზე მეტი კითხვა დაგვიგროვდა.

ფიქრებში ვიყავით გართული როცა დამბლდორი მოულოდნელად გამოგვეცხადა და ორივე გაოცებისგან ავხტით.

"ისევ დავრუნდით, არა?"

უკან შევბრუნდით და დავინახეთ უკვე ამდგარიყო კაცი.

" ვხედავ თქვენ, ისევე როგორც ბევრმა თქვენამდე აღმოაჩინეთ ერისედის სარკის მომხიბლაობა. იმედი მაქვს მიხვდით რას უჩვენებს. მოდი მე აგიხსნით. ბედნიერი კაცისთვის ერისედის სარკე ჩვეულებრივი სარკეა და მხოლოდ მის თავს აჩვენებს ისეთს როგორიც არის."

"ანუ ის გვიჩვებებს რა გვინდა ჩვენ?" ჰარიმ იკითხა მაგრამ აშკარად ჩანდა მისი იმედგაცრუება.

" კი... და არა." კაცმა ისევ განაგრძო. "ის გვიჩვენებს არაფერს სხვას თუ არა ჩვენს გულში ჩამარხულ ყველაზე სანუკვარ სურვილებს. შენ არსდროს გინახავს შენი ოჯახი, ამიტომ მათ ხედავ შენს გვერდით" დამბლდორმა ჰარის უთხრა შემდეგ კი მე შემომხრდა. "და შენ ხედავ ბედნიერებას შენს ირგვლივ. მაგრამ გახსოვდეთ, სარკე სიმართლეს არ გვიჩვენებს და არც მომავლის ცოდნას გვაძლევს"

"და ჰარი, გირჩევ, ოცნებებში არ გადასახლდე და ცხოვრება არ დაივიწყო. " კაცმა გამაფრთხილებლად გვითხრა და დაგვტოვა.  დაგვტოვა ჩვენს ფიქრებთან და ოცნებებთან.

The Slytherin Queen-Year 1  (დასრულებული)Where stories live. Discover now