ტყეში პატარა ვიწრო ბილიკს გავუყევით. შემოსილი ტყე გარს აკრავს ჩვენს პატარა რაზმს, რაც ყველას მზადყოფნაში აყენებს. ჩვენ საბოლოოდ ვჩერდებით მაღალ, ძველ ხესთან. ჩვენ ხუთივე სტუდენტი დაბნეულები ვუყურებდით, როგორ დაიხარა ჰაგრიდი და თითებს წყალში ასველებდა. ვერცხლის საფარით დაფარული თითები გამოაძვრინა და ერთმანეთში შეახო.
"ჰაგრიდ, ეს რა არის?" მე ვეკითხები შემთხვევით.
მამაკაცი შემობრუნდა ჩემსა და სხვების პირისპირ, სერიოზული გამომეტყველებით სახეზე.
"ის რისთვისაც მოვედით. ამას ხედავთ? ეს ჯადოსნური ცხენის სისხლია. რამდენიმე კვირის წინ ერთი მკვდარი ვიპოვე. ეს დაჭრილი ჩანს" გიგანტმა ახსნა, მის ხმაში შიში იგრძნობოდა. ტყეში მიმოვიხედე, შევეცადე რამე დამენახა, ვფიქრობ ფიგურა დაბინახე მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნამდვილად იქ იყო.
"ჩვენ ეს საცოდავი ცხოველი უნდა ვიპოვოთ, რონ, ჰერმიონ თქვენ ჩემთან ერთად წამოხვალთ"
"კარგი" რონმა შიშით დაიჩურჩულა.
"(შ/ს) და ჰარი თქვენ მალფოისთან" ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ჰარიმ ჰაგრიდს თავი დაუქნია.
"კარგი, მაშინ ფენგი ჩვენთან ერთად წამოვიდეს" დრაკომ სწრაფდა დაამატა. მასზე გამეცინა.
"კარგი. მაგრამ იცოდე დიდი მშიშარა ვინმეა" ჰაგრიდმა თქვა, რამაც ძაღლის წკმუტუნი გამოიწვია.
მე ფლაფისთან დავიხარე და მას ჩავეხუტე, მოვეფერე. ორივე ბიჭი უცნაურად მიყურებდა როცა ჰაგრიდის გუნდი წავიდა. მეც ავდექი.
"რა? მე მომწონს ძაღლები"
მე დავიწყე ჰაგრიდის საპირისპირო მიმართულებით სიარული. დრაკოს უკან გამომყვა ლამპით ხელში. ჰარი კი ჩემს გვერდით მოდიოდა, ფენგი კი ჩვენს წინ. ნახევარი საათის შემდეგ, ჩვენ ტყეში დავიკარგეთ.
"მოიცა ჯერ მამაჩემმა გაიგოს ეს ამბავი" დრაკომ კბილებში გამოსცა. "ეს მსახურთა საქმეა"
YOU ARE READING
The Slytherin Queen-Year 1 (დასრულებული)
Любовные романы(y/n) ლავშარმი, მერლინის შთამომავალი და ლავშარმის ოჯახის უფროსი ქალიშვილი, მისი ცხოვრება მისთვის გამორჩეული იყო. მაგრამ ჰოგვორტსში მისი ცხოვრების დაწყების შემდეგ, შემდგომი მოვლენები ამტკიცებს, რომ მისი ცხოვრება არც ისე ადვილი იქნება. ჰარი პოტერთან...