ფილოსოფიური ქვა (41)

147 9 0
                                    

ჩვენ დიდ ითახში შევედით, რომელიც ნანგრევებს უფრო გავდა. იქაურობა ნანგრევებით იყო სავსე, ალბათ აქ ბრძოლა იყო.

"მე არ მომწონს ეს. საერთოდ არ მომწონს ეს" ჰერმიონამ სწრაფად თქვა.

ჰარიმ ირგვლივ მიმოიხედა, დააკვირდა გარემოს. "სად ვართ? სასაფლაოზე?"

რონმა ამოისუნთქა. "ეს სასაფლაო არ არის." მე მას შევხედე. "ეს ჭადრაკის დაფაა" ის ახლოს მივიდა გიგანტურ ფიგურასთან, ირგვლივ მიმოიხედა, გიგანტურ ჭადრაკის დაფასა და ფიგურებს დააკვირდა. ჰარი და ჰერმიონაც მას შეუერთდა, მეც მათ მივყევი.

ჰარიმ ოთახის მეორე მხარეს გადაიტანა ყურადღება. "აქ კარია"

ჩვენ დაფაზე დავდექით და კარიკენ დავიწყეს სიარული. მოულოდნელად წინა ფიგურა ჩვენთან გაჩნდა და ხმალი ამოიღო. სამივე უკან გადახტა.

"ამდენი ოთახის შემდეგ ფიქრობთ უბრალოდ გავივლიდით?" თავი გავაქნიე.

ჰერმიონამ თავი დამიქნია და დანარჩენ ორს მიუბრუნდა. "ახლა დას ვაკეთებთ?"

რონი გამოცოცხლდა. "ეს აშკარა არ არის? ჩვენ ოთახის ბოლოსკენ გასასვლელად უნდა ვითამაშოთ. კარგი, ჰარი, შენ აქ დადგები, ჰერმიონა შენ დედიფლის გვერდით იყავი, (შ/ს) შენ დედოფალი. მე კი, მე რაინდი ვიქნები."

ჩვენი ადგილები დავიკავეთ. "ახლა რა ხდება?" ვიკითხე.

რონი ცხენზე შემჯდარი ამაყად იყურებოდა წინ. "ახლა, თეთრები იწყებენ, შემდეგ... ჩვენ ვითამაშებთ" ეს თქვა და თეთრებმაც თამაში დაიწყეს. რონი დაფას დააკვირდა.

ჰერმიონამ ნერვიულად შემომხედა, შემდეგ რიჟას შეხედა. "რონ, როგორ ფიქრობ ეს ის ჯადოქრის ჭადრაკია, რომელსაც შენ და ჰარი თამაშობდით?"

"შენ! D-5!" რონმა შავ პაიკს მიმართა, რომელიც დიაგონალზე თეთრ პაიკს გაუსწორდა. თეთრმა პაიკმა მისი ხმალი აღმართა და შავი დაამგრია. ოთხივე შევშინდით. "კი, ჰერმიონა, ვფიქრობ ეს ზუსტად ის ჯადოსნური ჭადრაკია"

The Slytherin Queen-Year 1  (დასრულებული)Where stories live. Discover now