ნიკოლას ფლამელი (35)

137 8 0
                                    


მომდევნო დღეები გრძელი იყო. მე და ჯოშუა ორივემ ბეჯითად დავიწყეთ სწავლა მაკლოგანელთან, ძირითადად ვკითხულობდით ანიმაგუსად გახდომის პროცესის შესახებ. როგორც ჩვეულებრივი კლასი, ესეც ექსტრაორდინელად კარგად მიდიოდა.

მე პირველი ვარ შხამ-წამლებში, ჰერმიონასაც კი ვჯობივარ. ქვიდიჩი უფრო კარგი გახდა, ჩვენმა გუნდმა ამჯერად რეივენქლოს წინააღმდეგ მოიგო და ეს ბინძურად თამაშის გარეშე შეძლო. მეც დენთან, ფილთან, ემმასთან, ერინთან, ჰანთერთან და ფილიპთან ერთად დავიწყე დროის გატარება.

დღეს ბიბლიოთეკაში აღმოვჩნდი ოქროს ტრიოსთან ერთად. ჰარი და რომი ჩემს წინ იჯდნენ, კითხულობდნენ. ჰერმიონამ დიდი წიგნით ხელში მოირბინა და ის მაგიდაზე დადო, რამაც ჰარის ახტომა გამოიწვია. 

"მე არასწორ სექციაში გაძებნიებდით! ასეთი სულელი როგორ ვიყავი?" ჰერმიონამ გამოაცხადა. "მე ეს რამდენიმე კვირის წინ შევამოწმე მარტივი კითხვისას."

რონი გიგანტურ წიგნს დააცქერდა. "მარტივი?" თვალები ავატრიალე.

ჰერმიონა რიჟას მიაჩერდა. "რათქმაუნდა. აი. ნიკოლას ფლამელი არის ერთადერთი ცნობილი ფილოსოფიური ქვის შემქმნელი"

გაოცებული მივიწიე.

"რა?" ბიჭებმა დაბნეულად იკითხეს.

ჰერმიონამ და მე ერთმანეთს შევხედეთ. "გულახდილად, თქვენ არ კითხულობთ? ფილოსოფიური ქვა არის ლეგენდარული ნივთიერება გენიარული ძალებით. ის ნებისმიერ ლითონს გადააქცევს სუფთა ოქროდ და გამოიმუშავებს სიცოცხლის ელექსირს, რომელიც მსმელს უკვდავს გახდის." განმარტა ყავისფერთმიანმა გოგონამ.

"უკვდავს?" რონმა ისევ იკითხა.

"ეს ნიშნავს რომ არასდროს მოკვდები"

"ვიცი უკვდავი რასაც ნიშნავს."

"შშშ!" მე და ჰარიმ გავაჩუმეთ ისინი. 

The Slytherin Queen-Year 1  (დასრულებული)Where stories live. Discover now