"ჰეი, გველის გოგო, გაიღვიძე!"
ჩემმა უფროსმა ძმამ გამაღვიძა, რომელიც სახესთან ხელს მიფრიალებდა.
"ჰეი, კარგი რა ჩვენ შენი შეყვარებულის სახლში ვართ." ის აღტაცებული იყო, რადგან მას შობა უყვარდა, საჩუქრების შემდეგაც კი.
"აჰ..." ჩავიბურტყუნე და იმ ეტლიდან გადმოვედი, რომლითაც მალფოებთან მოვედით. ეს დღესასწაულების ნაწილი იყო და ჩემი მშობლების აზრით მხიარულიც. როგორც ჩანს ჩამეძინა. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე რომ სინათლეს შევგუებოდი.
დიდებულ მამულს თვალი გავუსწორე ის ამაყად გამოყურებოდა და სიმაღლითაც გამოირჩეოდა. მის წინ იყო ბილიკი რომელიც კარებამდე მიდიოდა. როცა ჭიშკრამდე მივედით ამ სასახლის სამი მფლობელი შეგვეგება. ნარცისა და დედაჩემი ერთმანეთს ჩახუტებით მიესალმნენ, მამაჩემმა და ლუციუსმა კი ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და პატარა, ძალიან პატარა ღიმილი აჩუქეს. მე დრაკოს გადავხედე, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურებოდა როგორც ჩვენი პირველი შეხვედრისას.
პირი გავაღე რომ რაღაც მეთქვა მაგრამ ჩემმა დამ დამასწრო, რომელიც დრაკოს უყურებდა.
"ჰეი (შ/ს), ეს ის დრაკონის ბიჭია რომელიც სულ გაღიზიანებს?" მან უდანაშაულოდ იკითხა, რამაც სიცილი და ღიმილი მომგვარა.
"დიახ, ეს ის დრაკონის ბიჭია." დრაკოს გამომწვევად გავუღიმე, თუმცა მან მხოლოდ მისი მოლურჯო- მონაცრისფრო თვალების ტრიალით მიპასუხა.
"დიახ, მე ვარ ის ერთადერთი რომელიც გაღიზიანებს შენ. პირიქით ნამდვილად არა."
"დიახ" ვთქვი თან ტუჩზე ვიკბინე.
ჩვენ მალე შინ შეგვიძვნენ სადაც მოწკრიალებული იატაკი და დიდი კიბეები შეგვხვდა ოთახის ბოლოში. ჩვენი მშობლები თავიანთი ოთახების სანახავად წავიდნენ. დრაკომ კი მე და ჩემს დედმამიშვილებს გვიჩვენა ჩვენ-ჩვენი ოთახები. ჩვენ კიბეებს ავუყევით და მარჯვნივ შევუხვიეთ სადაც სამი კარი დაგვხვდა ერთმანეთის გვერდიგვერდ.
YOU ARE READING
The Slytherin Queen-Year 1 (დასრულებული)
Romantik(y/n) ლავშარმი, მერლინის შთამომავალი და ლავშარმის ოჯახის უფროსი ქალიშვილი, მისი ცხოვრება მისთვის გამორჩეული იყო. მაგრამ ჰოგვორტსში მისი ცხოვრების დაწყების შემდეგ, შემდგომი მოვლენები ამტკიცებს, რომ მისი ცხოვრება არც ისე ადვილი იქნება. ჰარი პოტერთან...