მეტოქეობის დასაწყისი (6)

157 17 9
                                    


უძველესი ციხისკენ რომ მივცურავდით, ხელი ცივ ტბაში ჩავდე, რომლის ზედაპირიც მთვარეს ირეკლავდა. წყალში არსებული პატარა ტალღები გავრცელდა მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაქრა. ვცდილობდი წყალში ღრმად ჩამეხედა, მაგრამ ის მთლიანად შავი იყო.

"ფრთხილად." გავიგე მალფოის ოდნავ შეშფოთებული ხმა. "შეიძლება უბრალოდ ჩავარდე."

ბედის ირონიით, სწორედ იმ მომენტში, რამდენიმე მეტრით წინ ნავში მყოფი ბიჭი წყალში ჩავარდა, მაგრამ მალევე დაეხმარა თანაკურსელები. მე ისევ ქერასკენ გავაპარე მზერა და დავჯექი, გაღიმებული.

დრაკოს მეგობრებზე გადავიტანე ყურადღება და შევამჩნიე, რამდენად განსხვავებულები ჩანდნენ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ დრაკო ავტორიტეტული ფიგურა იყო, რომელიც ასევე ჭკვიანი იყო, ეს ორი რატომღაც სრულიად განსხვავებულები მომეჩვენნენ, თითქოს მხოლოდ მისი ავტორიტეტის გამო იყვნენ მასთან.

"მაშ, ვინ არიან შენი მეგობრები?" ფრთხილად შევეკითხე, არ მინდოდა ხმაში მათდამი უსიამოვნო განწყობა შემჩნეოდა.

"კრაბ, გოილ, ეს არის (Y/N). სუფთა სისხლის, ჩვენსავით." სიამაყით თქვა, თუმცა არ მსიამოვნებდა, რომ მას ჩემი სისხლის სტატუსის დაზუსტება დასჭირდა.

"სასიამოვნოა სუფთა სისხლის თანამემამულესთან შეხვედრა." ვფიქრობ, კრაბმა თქმა.

"რა თქმა უნდა უკეთესია, ვიდრე ბინძურსისხლიანებთან ყოფნა." დაამატა გოილმა.

საშინლად გამაბრაზა იმან, რომ ყველამ თავი დაუქნია. მე კკი უსიამოვნოდ გავაქნიე თავი "არა! როგორ შეგეძლო ამის თქმა?"

ისინი გაოგნებული იყვნენ ჩემი გამოხტომით, დრაკოს ყველაზე მეტად ეტყობოდა შოკი. მე მათ  განრისხებული მზერა გავუსწორე, მათი სულელური ქედმაღლობისა და შორსმჭვრეტელობის გამო. ვიცოდი, რომ ყველაზე სუფთა სისხლიანი ოჯახი ასე ფიქრობდა მაგლად დაბადებულებზე, მაგრამ მე უბრალოდ ვფიქრობდი, რომ მალფოები არც ისე ცუდები იყვნენ.

The Slytherin Queen-Year 1  (დასრულებული)Where stories live. Discover now