საცეკვაო მოედანზე ფილიპ რედვულფი გამიძღვა. მან ოთახის ცენტრში მიმიყვანა, ყველასგან გარშემოტყმული აღმოვჩნდით. ის ჩემსკენ მოტრიალდა და თვალი ჩამიკრა. ხელი ჩემს თეძოსთან მოათავსა, როგორც სავარაუდოდ მისი მშობლებისგან ისწავლა.
სწორედ ამ მომენტში დაიწყეს მუსიკოსებმა ნელი მაგრამ ლამაზი მუსიკის დაკვრა. ბიჭისკენ გავიხედე და მის სახეზე წარმატებულის ღიმილი დავინახე.
"შენ დაგეგმე არა?" ვთქვი, რამაც ბიჭის გაწითლება გამოიწვია.
"დედაჩემი ამბობს რომ გეგმები საუკეთესოსთვისაა"
"ანუ მე საუკეთესო ვარ?" გავიღიმე შემდეგ კი გავითამაშე თითქოს გული მიმდიოდა. "მეამა"
მან უბრალოდ ჩაიღიმა და დამატრიალა, ცეკვა გააგრძელა. მის მოძრაობებს ისე კარგად მივყვებოდი, როგორც შემეძლო, თუმცა რამდენჯერმე მაინც ამებლანდა ფეხები. მოდი ვთქვათ, რომ არ ვხუმრობდი, როცა ვთქვი, რომ პარტნიორთან ერთად ვერ ვცეკვავ.
"ვწუხვარ, ჩემი ცეკვის გამო, პარტნიორთან ერთად კარგად არ გამომდის" სახეზე ვიგრძენი ტემპერატურის მომატება, აშკარად გავწითლდი.
ფილიპმა თვალი ჩამიკრა და ის ღიმილი, რომელსაც მთელი საღამოა მჩუქნის, კიდევ უფრო გადიდდა. "მაშინ იქნებ" მან ჩემი ხელი აიღო და ნაზად მაკოცა. "შენ უბრალოდ პატარა პირადი გაკვეთილები გჭირდება"
თვალები ავატრიალე მის ნათქვამზე. "იცი, ვინმე უფროსისგან ამას მოველოდებოდი, მაგრამ შენ... შენ გაჩერება გჭირდება. შენ მხოლოდ 11 წლის ხარ და ისე ფლირტაობ როგორც ვიზლის ტყუპები."
"როგორც ისინი ამბობენ, საკუკეთეოსგან სწავლობ" მან ჩაიცინა, როცა მუსიკა დასრულდა და ხელი მომკიდა, როცა იმა ადგილისკენ წავედით, სადაც ერთმანეთს დავეჯახეთ. "მაგრამ, სერიოზულად, მართლა სასიამოვნო იყო შენი გაცნობა (შ/ს)." მან თბილად გამიღიმა, არანაირი ეშმაკური სიცილი. მან ჯერ ძირს დაიხედა შემდეგ კი ისევ მე გამომხედა. "ვწუხვარ, რომ უნდა წავიდე, მაგრამ მესიამოვნება შენგან რაიმეს მოსმენა, მოგწერ" შემდეგ მან ისევ ჩაიცინა. "შეიძლება მომავალში დავახლოვდეთ კიდეც"
YOU ARE READING
The Slytherin Queen-Year 1 (დასრულებული)
عاطفية(y/n) ლავშარმი, მერლინის შთამომავალი და ლავშარმის ოჯახის უფროსი ქალიშვილი, მისი ცხოვრება მისთვის გამორჩეული იყო. მაგრამ ჰოგვორტსში მისი ცხოვრების დაწყების შემდეგ, შემდგომი მოვლენები ამტკიცებს, რომ მისი ცხოვრება არც ისე ადვილი იქნება. ჰარი პოტერთან...