"ფილიპ..?" ჩავიჩურჩლე.
ყავისფერმა მაქციამ უკან დაიხია, მომშორდა. სევდიანად დაიწყო ყმუილი. ღრმად ამოვისუნტქე და გამეღიმა, თუმცა შვებასთან ერთად სევდამაც შემიპყრო.
"ფ-ფილიპ, როგორ ... აკონტროლებ?" ვეკითხები, მაგრამ ვიცოდი, რომ პასუხი არ იქნებოდა. მორიგი კვნესა გაისმა. თავი ავიღე და სახეცვლილი ჰაფლეპაფისკენ გავემართე. "ოჰ ფილიპ... ძალიან ვწუხვარ."
მან ჩაიბურტყუნა და ახლა უფრო მშვიდად ჩანდა, რამაც ეს გამოცდილება გაცილებით იდუმალი გახადა. როგორ გადაიქცა? ვინ უკბინა? როგორ შეუძლია მას ამის გაკონტროლება? ყველა ეს კითხვა და მეტი შემოვიდა ჩემს ფიქრებში.
ფოთლები აშრიალდნენ, როცა ქარმა დაგვიბერა სახეში და სიცივემ მომიცვა. ირგვლივ სიჩუმე და სიცივე იყო, რაც ნამდვილად არ ქმნიდა მშვიდ გარემოს. კანკალი დავიწყე და ხელები იდაყვებზე მოვხვიე, ჩავეხუტე. თვალები დავხუჭე და კბილები ამიკანკალდა.
უცებ სიცხე ვიგრძენი, თვალები გავახილე და ფილიპი დავინახე, რომელიც სიცივისგან მიცავდა. მადლობა ჩუმად ვუთხარი და მის ქარვისფერ თვალებს შევხედე. ბედნიერი ჩანდა, ან იმის გამო რომ თავს არ დავესხი, ან იმიტომ რომ მისი მესმოდა და არ მეშინოდა. ფილიპი გადაქცევისგან დაღლილი იწვა. მის გვერდით დავჯექი, როცა მოკალათდა. მზერა მის ფუნფულა ყავისფერ ყურებზე გადავიტანე. ხელი დავწიე და თითებს ერთი-ერთის წვერზე ვამოძრავებ. მან თავი ამიქნია და ხელი მომხვია. გამომხედა, მის მზერაში ადვილად წაიკითხავდით: "ჯერ სადილი მიყიდე"
"იცი მაქცისთვის ზედმეტად ფუნფულა ხარ. უმეტესად მათ ნაკლები ბეწვი აქვთ" მე ვაცხადებ, რამაც მისი ყმუილი გამოიწვია, ყალფი შოკით ხელები მაღლა ავწიე. "ეი, კომპლიმენტია, ასე სიცივეს ადვილად გაუმკლავდები"
ამოვისუნთქე და ზემოთ ავიხედე, დავინახე ამ ტყის შემადგენელი მაღალი ხეების სქელი საფარი, როგორც ჩანს სავსე მთვარე ანათებდა, რადგან მე ვხედავდი სინათლეს ფოთლებს მიღმა. მსუბუქმა ნისლმაც შეიპყრო სინათლე, რამაც სცენა კიდევ უფრო მომხიბვლელი გახადა. დავწექი, ფილიპის მოხრილ ზურგს დავეყდენი. სიმშვიდეში დავიწყე ფიქრი. თუმცა სიმშვიდე დიდხანა არ გაგრძელდა.
YOU ARE READING
The Slytherin Queen-Year 1 (დასრულებული)
Romance(y/n) ლავშარმი, მერლინის შთამომავალი და ლავშარმის ოჯახის უფროსი ქალიშვილი, მისი ცხოვრება მისთვის გამორჩეული იყო. მაგრამ ჰოგვორტსში მისი ცხოვრების დაწყების შემდეგ, შემდგომი მოვლენები ამტკიცებს, რომ მისი ცხოვრება არც ისე ადვილი იქნება. ჰარი პოტერთან...