შესავალი

318 23 4
                                    

ჩემი ყველა სხვა ნაშრომისგან განსხვავებით, "მხოლოდ წინ" შესავლის ქონას მოითხოვს, ვინაიდან იმისათვის, რომ ამბავში გარკვევა შეძლოთ, მცირედი, ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეთ იმაზე, თუ რა არის "ფორმულა 1". 

"ფორმულა 1" უმაღლესი კლასის საერთაშორისო ჩემპიონატია წრიულ ავტორბოლაში. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ეს სამეფო რბოლებია. ავტორბოლის ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობა. 

ფორმულა 1-ის პილოტები საუკეთესოები არიან საუკეთესოთა შორის და მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე მოიპოვეს ადგილი გუნდებში, მაინც უწევთ ბრძოლა თავიანთი ადგილის შესანარჩუნებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უმაღლესი კლასის სპორტის სახეობაში მოსახვედრად მხოლოდ ნიჭი არ კმარა. აუცილებელია სპონსორის ყოლა, რომელიც მზადაა ყოველ წელს ათეულობით (ან თუ საჭირო გახდა, ასეულობით) მილიონობით დოლარი ჩადოს კონკრეტულ თიმსა და პილოტში. 

ფორმულა 1-ის ბოლიდები (მანქანები) 100კმ/სთ სიჩქარეს 2.1 წამში ავითარებენ და მაქსიმალურმა სიჩქარემ რბოლის პერიოდში შესაძლოა 372 კმ/სთ მიაღწიოს. როდესაც საქმე ასეთ დიდ სიჩქარეს ეხება, მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პილოტის (მძღოლის) უსაფრთხოება.  ისინი ბოლიფში არა თუ სხედან, შეიძლება ითქვას, რომ წვანან და მათი მთელი სხეული მიბოჭილია სპეციალური ღვედებით სკამზე, ვინაიდან ძლიერმა რყევამ შესაძლოა როგორც თავად პილოტს, ასევე ტრასაზე მყოფ სხვა მძღოლებსაც შეუქმნას საფრთე (რყევის გამო საჭე, რომ ვერ დაიმორჩილოს, კატასტროფა გარდაუვალი იქნება).

  ისინი ბოლიფში არა თუ სხედან, შეიძლება ითქვას, რომ წვანან და მათი მთელი სხეული მიბოჭილია სპეციალური ღვედებით სკამზე, ვინაიდან ძლიერმა რყევამ შესაძლოა როგორც თავად პილოტს, ასევე ტრასაზე მყოფ სხვა მძღოლებსაც შეუქმნას საფრთე (რყევის გამო საჭე, რომ ვ...

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
მხოლოდ წინWhere stories live. Discover now