20. ღალატი

69 12 7
                                    

ავტრალია, მელბურნი

"ჯანგ ჰოსოკი პოულ პოზიციას იკავებს. ის დღის ჩემპიონია!"

"პირველი სეზონი ფორმულა 1-ში და პირველი გამარჯვება ჯანგ ჰოსოკის სახელზე"

"რედ ბულის პილოტმა მელბურნი დაიპყრო!"

"ჯონ ჯონგუკი რბოლას DNF-ით ასრულებს. რა სამწუხარო შემთხვევაა ჩემპიონისთვის."

"ჯონ ჯონგუკის ბოლიდმა ენერგია მეთოთხმეტე წრეზე დაკარგა"

***

ჩინეთი, შანხაი

"საშინელი შეტაკება ჯონ ჯონგუკსა და ტეო
პელეტიერს შორის, ორივე პილოტი რბოლას ეთიშება"

***
- ჯონგუკს რა სჭირს? - კითხულობს ანაბი და ჰოსოკს უყურებს.

- წარმოდგენა არ მაქვს. კვალიფიკაციებს ჩვეულებრივ გადის,- მხრებს იჩეჩავს პილოტი,- მაგრამ ბოლო ორი რბოლაა საქმე კარგად არ მისდის.

- მაგას მეც ვხედავ,- ამბობს გოგონა და ცდილობს უშაქრო ორცხობილების გაკეთებას, რათა ჰოსოკს დიეტა არ დაურღვიოს.

ბაქოში ჩამოსვლის შემდეგ ვენელიას თითქმის ვერ ხვდებიან. გოგონა მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდება ბინაში. ბატონი უილიამსი, როგორც ჩანს, დიდ სარგებელს
ნახულობს ვენეს ამ "ტურნეთი" და რაც შეიძლება მეტ კონტრაქტს აფორმებს და მეტ შეკვეთას იღებს პილოტებისგან.

ამ და იმ მიზეზის გამო, რომ ანაბი მარტო არ დარჩეს, გოგონა ჰოსოკის ბინაში რჩება ბაქოში ჩამოსვლის მეორე დღიდან.

უკვე საღამოა, ხვალ პრაქტიკის მეორე დღეა და ჰოსოკმა უნდა დაისვენოს, თუმცა პილოტს ეს სულაც არ სურს. ანაბეტს უყურებს ფქვილში ამოსვრილ ხელებს როგორ იბანს და მისკენ მიემართება.

გოგონას წელი სიფრიფანაა, ისეთი, როგორც ყინული, რომელიც ხელში დნება.

მხოლოდ წინWhere stories live. Discover now