9. რთული

79 17 13
                                    

- ნუ ღელავ, ასე აღარ გაგიცრუებენ იმედებს,- თათბირიდან გამოსული ჯონ სონგჯინი პირდაპირ ვაჟის აპარტამენტში გაჩნდა და კარი სწორედ ამ სიტყვებით შეხსნა.

ჯონგუკი ფიქრობს, რომ დიდ ნიშანს გააკრავს კარზე, ისარს დაახატებს და დააწერს "ზარი დარეკეთ", თუმცა კი დარწმუნებულია, რომ მამამისი წამითაც კი არ იფიქრებს, რომ ეს მასაც ეხება. 

- არაუშავს. ერთი ცუდი სტარტი არ ნიშნავს იმას, რომ სეზონს ჩავაგდებ,- ამბობს, ფიქრობს და ნანობს, როდესაც მამამისის უემოციო სახეს უყურებს. 

- "არაუშავს?" - იცინის,- ჩემო ბიჭო, უნდა დაისვენო,- თმას ოდავ უჩეჩავს, კისერზე ეფერება და ხელს ძლიერად უჭერს შვილს,- როგორც ჩანს გადაიღალე და აზრზე მოსვლა გჭირდება. დაისვენე და ხვალიდან იმ სიტყვებზე იფიქრე, რომელიც შენს ლექსიკონში არ უნდა იყოს,- ჩურჩულებს, ბიჭის კისერზე წითელ კვალს ტოვებს და აპარტამენტიდან გადის. 

"ამის დედაც", ჩურჩულებს ჯონგუკი თავისთვის და კისერზე ხელს ივლებს. 

მომდევნო რბოლა უნდა მოიგოს. მეორე არ იქნება, არასოდეს. 

***

- გაფრთხილებთ, ვიგინები და ვიკბინები,- უბღვერს უკანა სკამზე მჯდარი ბიჭის დედას,- თქვენს ცხოველს მიხედეთ, თორემ უპარაშუტოდ გადავსვამ.

ქალი ქერა თმითა და არანორმალური ზომის საყურეებით იცხადებს, ბავშვს ზერელედ ეუბნება, რომ გაჩერდეს და ვენელიასკენ საკამათოდ ბრუნდება.

- არც იფიქროთ,- პირის გაღებისთანავე აჩერებს გოგონა,- ისედაც წამლებით გაბრუებული დამნაშავე გადამყავს და თქვენ კიდევ მას აღიზიანებთ,- ვენე ანაბის მაჯას ავლებს ხელს, სპეციალურ საათზე უთითებს მათ უკან მჯდარ ქალს, რომელიც სახეზე ფერს კარგავს და ამატებს,- თორმეტი მკვლელობა, კიდევ ოთხი უნდა აღიაროს. თქვენს ადგილას ამ გოგოს არ გავაბრაზებდი.

ქერა ქალბატონი შვილს ფაქტობრივად აკრავს სავარძელზე, ტუქსავს, რომ არც კი გატოკდეს მთელი ფრენის მანძილზე და ყოველ ათ წუთში თვალს აპარებს ანაბისკენ.

მხოლოდ წინWhere stories live. Discover now