14. ცოტა მეტი

71 19 5
                                    

- რატომ მე?

ჯონგუკსაც აინტერესებს, რატომ ის. რაღაც წარმოდგენები აქვს იმის შესახებ თუ რატომ ამოიჩემა ამდენი ადამიანიდან სწორედ ვენელია დივატა, თუმცა ხმამაღლა სათქმელად, ფიქრობს, რომ არც ერთი მათგანი არ ღირს.

მისი სახელი დიდად არ მოსწონს, გვარიც უცნაური აქვს, საშუალოზე დაბალია, ოდნავ კეხიანი ცხვირითა და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ყავისფერი თვალებით. იგი სწორედ ისე გამოიყურება, როგორც ყოველი მეორე გამვლელი ქუჩაში, ამიტომ დიახ, თავადაც აინტერესებს თუ რატომ ის.

ცოტახნით ფიქრობს, ჩუმადაა, გოგონაც მოთმენით ელის პასუხს, რომელიც ჭეშმარიტებას არ შეესაბამება:

- არ ვიცი. შენით მოვიხიბლე.

ჯონგუკი მოხიბლული ნამდვილად არ ყოფილა მათი პირველი შეხვედრისას, პირიქით, სურდა რაც შეიძლება მალე მოშორებოდა დიზაინერს, მის კაბინეტს და ზოგადად იმ შენობას.

- გასაგებია,- ვენელიას სურს, რომ ეს დაიჯეროს. უნდა ირწმუნოს, რომ დიახ, აქვს ისეთი გარეგნობა, რომ ვინმე მხოლოდ მისი საშუალებით მოხიბლოს, ამიტომ სიმართლე თუ არა, მამაკაცის ამ სიტყვებს დაიჯერებს,- ხვალინელი დღისთვის მზად ხარ?

- არა, ნამდვილად არა,- აი ეს კი სიმართლეა,- არ მინდა ხვალ რბოლაზე გასვლა.

- მაშინ არ გახვიდე.

ჯონგუკი სიცილს იწყებს და ფიქრობს, ეს საუკეთესო ფრაზაა, რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე მოისმინა.

ვენელიამ იცის, რომ სრული აბსურდია ის, რასაც ეუბნება, თუმცა რატომაც არა, თუ ეს მის ხასიათს გამოაკეთებს.

- შესანიშნავი ხარ. უბრალოდ შესანიშნავი.

იქნებ ესეც კია მიზეზი.

- შენს ბოლიდს რა ჰქვია?

- SF-23,- კითხვა უცნაურად ეჩვენება მრბოლელს.

- არა, არა. ვგულისხმობ შენ რა დაარქვი?

- უნდა დამერქმია რამე?

მხოლოდ წინWhere stories live. Discover now