15. ნდობა

73 16 3
                                    

ანაბი გადაეჩვია ხალხის მსგავს რეაქციას. დიდი ხანია ოთხს პლიუს ადამიანი არ მდგარა მის გარშემო წრეზე და არ სჭერია ხელში ცივი წყლით სავსე ჭიქა.

გონების დაკარგვა მისთვის იმდენად ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ რაღაც პერიოდი იმასაც კი ვერ იაზრებდა, რატომ იყო ამდენი ადამიანი მის გარშემო.

ანაბი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ცნობდა სახეზე: ჯონ ჯონგუკი, რედ ბულის მეორე პილოტი, ვენელია და ჰოსოკი. ეს უკანასკნელი სახეწაშლილი, მუხლებაკანკალებული და ფერდაკარგული იყო ჩამუხლული გოგონას წინ, ყოველ წუთს კი უმეორებდა კითხვას: "როგორ ხარ?" ან "ახლა უკეთ ხარ?"

ვენელიას წყალობით კრება თხუთმეტ წუთში დაიშალა. გოგონამ ჯონგუკი იმ პირობით გაისტუმრა, რომ ყველაფერს მოგვიანებით აუხსნიდა, შემდეგ კი სამეული სასტუმროს გზას დაადგა.

ჰოსოკი ითმენდა.

ითმენდა თავის მანქანამდე, შემდეგ სასტუმრომდე, ოთახის ნომრამდე და საძინებლამდე.

მთელი ეს პერიოდი მალულად აპარებდა თვალს ანაბისკენ იმაში დასარწმუნებლად, იყო თუ არა გოგონა უკეთ.

- მისაღებში ვიქნები,- მხოლოდ ესღა თქვა ვენელიამ და წყვილი ბინაში მარტო დატოვა.

ანაბი საწოლის კუთხესთან იჯდა და მოჩვენებითი სიმშვიდით ათვალიერებდა საკუთარ ფრჩხილებს. ლაქი მაინც სმოდა, რომ ისინი საინტერესონი გამხდარიყვნენ.

ჰოსოკი ერთხანს გოგონასთან ახლოს იდგა, შემდეგ საწოლის მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩაესვენა და საშუალება მისცა ანაბის, რომ საუბარი დაეწყო.

- POTS და NCS მაქვს უკვე რამდენიმე წელია. გული ხშირად მიმდის,- მხოლოდ ეს თქვა ისე, რომ თავი არ აუწევია.

ჰოსოკი თავს ხელს აყრდნობს. წარმოდგენა არ აქვს ან ერთი რა არის, ან მეორე. ანაბის სიჩუმით სარგებლობს და ორივე დაავადებას სწრაფადვე ეძებს ინტერნეტში, შემდეგ პოულობს, კითხულობს, კიდევ ერთხელ კითხულობს და საბოლოოდ უაზროდ აჩერდება ეკრანს.

მხოლოდ წინWhere stories live. Discover now