7. კვალიფიკაცია

58 16 10
                                    

"ოთხი მარტი, ბაჰრეინი, საკჰირი, ოცდათხუთმეტი ათასამდე მაყურებელი სარბოლო ტრასის გარშემო და მილიონობით მათგანი ეკრანებთან. დიახ, ეს ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონის პირველი საკვალიფიკაციო დღეა. უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სეზონს გახსნილად ვაცხადებთ. კადრში თვქენ ხედავთ თუ რა ხდება თითოეულ ბოქსში. გასული დღის პრაქტიკის შედეგების მიხედვით ჯორჯ რაიფი და ბელენ არიტი ლიდერობენ მერსედესებით, რომელთაც უკან მაკლარენი და ასტონ მარტინი მოჰყვებათ, ხოლო გასული წლის ჩემპიონი ფერარი, მეორე ადგილოსან რედ ბულთან ერთად, მხოლოდ მეათე-მეცამეტე და მერვე-მეთექვსმეტე ადგილებს იკავებენ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრაქტიკის შედეგებზე დაყრდნობით წინასწარი პროგნოზების გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია.

- გეთანხმები, ჯოშ. მომეჩვენა, რომ სრული ძალა არ აჩვენეს შარშანდელმა ჩემპიონებმა, ვინაიდან ჯერ კიდევ ცდილობნენ მათი მექანიკოსები მცირე დეტალებში ცვლილებების შეტანას. რაც შეეხება პრაქტიკის მოწინავე მერსედესებს და მათ პილოტებს, ვფიქრობ თავი არ დაუზოგიათ, რომ თავიანთი ძალა ეჩვენებინათ. შესაძლოა მომეჩვენა, თუმცა ვფიქრობ, რომ დელფინირების* პრობლემა აქვთ, რაც თუ ასეა, ნამდვილად უნდა გამოასწორონ. 

- მოდით ცოტა ხნით ჰაასის ბოქსშიც შევიჭყიტოთ. კეიჯი სატო უკვე კარგადაა მოწყობილი მანქანაში და კვალიფიკაციის დაწყებას ელოდება. 

- მიყვარს ეს პატარა იაპონელი. შეხედე, ამხელა ჩაფხუტშიც კი ეტყობა, როგორ მოუთმენლად და დიდი ენთუზიაზმით ელოდება ტრეკზე გასვლას. 

- მისი ჩაფხუტი ნახე? თითოეული დეტალი მისი წარმოშობის მანიშნებელია. ასეთი მკაცრი საკურას ყვავილი პირველად ვნახე. 

- მისი თანაგუნდელის, პიერ დუპონის ჩაფხუტიც ფაქტობრივად ანალოგიურია. ფრანგული კრუასანებიღა აკლია, რომ თავი პარიზში ვიგრძნოთ. სანამ დიზაინებს განვიხილავთ, მინდა აუცილებლად ვახსენო კიდევ სამი პილოტის ჩფხუტი, რომლებმაც წელს ჩემი ფავორიტების სიაში დაიბუდეს. ახალბედა ჯანგ ჰოსოკის, მაკლარენის მეორე პილოტის - ფინ ჰოფმანისა და მოქმედი ჩემპიონის, ჯონ ჯონგუკის. მათ დიზაინერებს ნამდვილად ვანდობდი ჩემი მანქანების, გარაჟის და თმის სტილის შერჩევასაც კი. 

მხოლოდ წინWhere stories live. Discover now