12. მიზნები

56 18 6
                                    

- ჯონგუკ,- მხოლოდ ამის თქმას ახერხებს იმ ადამიანისთვის, რომელსაც უკვე დღეებია წერს.

ვენელიას მისთვის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ რბოლებზე აპირებდა დასწრებას. შესაძლოა ეს იმიტომ მოხდა, რომ გოგონამ გადაწყვიტა, ეს ჯონგუკის საქმე სულაც არ იყო, ან იმ წამიანი გაელვების ბრალია სადაც წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა მის წინაშე მოულოდნელად ფანშეხვედრაზე წარდგენა.

- აქ რას აკეთებ? - მკაცრად იმეორებს კითხვას და დიზაინერს მზერა მხოლოდ წამით სცილდება იმისათვის, რომ თვალი იმ მხარეს შეავლონ, სადაც რაიფი გაუჩინარდა.

- რბოლაზე დასასწრებად ჩამოვედი,- ვენეს ბიჭის ტონი არ მოსწონს. მადლიერია დახმარებითვის, თუმცა ჯონს არანაირი უფლება არ აქვს მბრძანებლური ტონით ესაუბროს.

- სამწუხაროა, რომ არ ჩათვალე საჭიროდ ჩემთვის ამის თქმა,- პილოტის ხმაში სიმკაცრეს წყენა ფარავს.

ჯონგუკი ნაწყენია.

როდესაც გოგონას მოჰკრა თვალი სასტუმროს შესასვლელში, წამით იფიქრა, რომ დღე სულაც იყო ცუდი მიუხედავად იმ კამათისა, რომელსაც ფერარის ბოქსში მოუსმინა მამამისის წყალობით. ჯონ ჯონგუკი მომთმენია, თავმდაბალი და ჩუმი, როდესაც საქმე მამას ეხება, თუმცა ეს პატივისცემისგანაა გამოწვეული თუ შიშისგან, ჯერ თავადაც ვერ გაურკვევია. დატვირთული მზადების, შემდეგ თითქმის ორსაათიანი კვალიფიკაციისა და ინტერვიუებისგან დაღლილმა, როდესაც როგორც იქნა სასტუმრომდე მიაღწია, რაღაც ნათელი შენიშნა, რაღაც რაც აირჩია წერტილად, რომელთანაც აუცილებლად მიაღწევს, მოეჭიდება და არ გაუშვებს.

ჯონგუკისთვის ვენელიამ მიზნის მნიშვნელობა შეიძინა. უყვარს? არა, რა თქმა უნდა არა. სჭირდება ცხოვრებაში? არა, ნამდვილად არა, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ უნდა სჭირდებოდეს, უნდა ჰყავდეს და თუ შეძლებს, უნდა უყვარდეს კიდეც.

მხოლოდ წინWhere stories live. Discover now