23. ფრთხილი

27 7 2
                                    

საღამოს ჯონგუკის ბინაში გატარების გადაწყვეტილება პილოტისთვის საუკეთესო საჩუქარი იყო, რისი შეთავაზებაც ვენელიას შეეძლო.

- ფილმი ავარჩიე, სასმუსნავები ხომ
გაქვს?- იკითხა გოგონამ და ჯონგუკის საძინებლისკენ გაემართა.

- მანდ არ,- კარების სახელურზე დადებუკ ხელზე დაადო ხელი და მეორე ოთახისკენ უბიძგა,- ჩემს საძინებელში არაა ტელევიზორი, მეორე ოთახშია, აქეთ.

ვენელიამ წარბის აწევით უპასუხა მხოლოდ.

- ამ ოთახში რატომ არ მოეწყე? უფრო კომფორტული არ იქნებოდა იმ საძინებელში ყოფნა სადაც ტელევიზორია?

- ხომ... არ მომწონს ღამით დიდი შავი ეკრანი რომ დამყურებს თავზე,- უხერხულად გაიცინა და საწოლზე მოთავსდა.

- თეთრეული დაისვრება ნამცეცებით.

- არაუშავს, გადავიხდი,- გაიცინა პილოტმა.

- განებივრებული,- ჩაილაპარაკა ვენელიამ და გაეცინა თავადაც.

ფილმი მოსაწყენი აღმოჩნდა, ჯონგუკის მხარი კი უაზროდ კომფორტული.

მამაკაცმა ზემოდან გადმოხედა გოგონას ჩაძინებულ სახეს, რომელზე ჩამოყრილი თმაც სურდა რომ გადაეწია, თუმცა იმის შიშით, არ გავაღვიძოო, ვერ გაბედა.

- მხოლოდ ამას ვითხოვ, სხვას კი არაფერს,- თქვა და უდიდესი სიფრთხილით აკოცა შუბლზე.

საძინებლის კარს ამიერიდან გასაღებით დაკეტავს.

***

კვალიფიკაციისა და პოდიუმის მოპოვების შემდეგ, რბოლის ლიდერი პირველი 32 წრე ჯონ ჯონგუკი იყო, რომელმაც ენერგიის დაკარგვის შემდეგ, საბოლოოდ რბოლა დნფ-ით დაასრულა და დარჩენილ წრეებს პადოკიდან ადევნებდა თვალს თიმთან ერთად.

მიუხედავად საშინელი შედეგისა, იგი სულაც არ გამოიყურებოდა ნაწყენად, გაბრაზებულად ან სულაც გაცოფებულად, რასაც მამამისზე ვერ ვიტყვით.

მხოლოდ წინWhere stories live. Discover now