18. გადაწყვეტილებები

90 16 16
                                    

ვენელიას ცხოვრება მსგავს დეტალებს არ უნდა შეიცავდეს.

მისი ყოველდღიურობა უბრალო ცხოვრებით შემოიფარგლება, სადაც ყველა ბედნიერი არაა, თუმცა წინაღობებისა თუ პრობლემების მიუხედავად, მაინც შეუძლია სახეზე გულწრფელი ღიმილის და გულში სითბოს შენარჩუნება.

ვენეს დედა, იზაბელა უბერტ-დივატა, ფრანგული წარმოშობის მომხიბვლელი ქალბატონი, ფრანგული ფილოლოგიის სანიმუშო პედაგოგი და თბილი ბუნების მქონე პიროვნება გალხდათ ვენელიას ვარდისფერი სათვალეების მიზეზი.

შესაძლოა არა მხოლოდ დედის, არამედ მამის - დანილო დივატას დამსახურებაც იყო ეს.

შესაძლოა ანაბეტ მორგან ჟერალდსა და რობერტ ჟერალდსაც მიუძღვოდათ თავიანთი წილი გოგონას ცხოვრებისადმი გარკვეული ხედვის ჩამოყალიბებაში, თუმცა ფაქტი ერთია.

ვენელიას სჯეროდა, რომ მაღალი დონის ბოროტი ადამიანები მხოლოდ ფილმებში, ზღაპრებსა და ლაშქრობისას, კოცონთან გამოგონილ ისტორიებში არსებობდნენ. არ ესმოდა ვინმეს რატომ უნდა სდომოდა სხვისთვის ზიანის მიყენება ან წყენინება და როდესაც, სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ძლიერი მუშტით სახეზე შეალეწეს ვარდისფერი სათვალე, მისი სხეული პანიკამ მოიცვა.

ჯონ სონგჯინი არ იყო ადამიანი ვენელიას ცხოვრებიდან და ის ხვდებოდა, რომ არც ჯონ ჯონგუკი იყო მის ფერებში დახატული.

- მაპატიე. ბევრი სისულელე ვთქვი და სათანადოდ ვერ დაგიცავი,- სონგჯინის წასვლიდან უკვე ხუთი წუთი გავიდა. მთელი ეს დრო კი ჯონგუკი ვენელიას მუხლებთანაა ჩამუხლული, მისი ხელები თავისაში აქვს მოქცეული და უხსნის, ხან ებოდიშება, ხანაც სთხოვს.

- მე და შენ ერთად არ ვართ,- ვენელია ხელებს ითავისუფლებს. უკვე წარმოიდგინა როგორ კლავენ რომელიღაც ქუჩის ბნელ კუთხეში, მის გვამს ზედ აფურთხებენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ ატყობინებენ მის მშობლებს, რომ ტრაგიკულად გარდაიცვალა. შეიძლება ყველაფერი ასე კარგადაც არ დასრულდეს, შეიძლება ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდეს და პროცესში განუტევოს სული შიშველმა და სისხლიანმა. შესაძლოა საავადმყოფომდე ცოცხალი ვერ მიიყვანონ მკერდში გამჭოლი ჭრილობის მქონე ან რომელიმე ზღვის ფსკერზე ამოყოს თავი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ ამის ბრძანება გასცა.

მხოლოდ წინWhere stories live. Discover now