6. როგორც ბრინჯის მარცვალი

61 17 7
                                    

გასულ ღამეს არაფერი დაულევია თავისდა გასაკვირად. 

ალბათ იმის ბრალია, რომ ნამჯუნი ფაქტობრივად მუხლებზე დადგა და ემუდარა, რომ ნორმალურ ფორმაშ შეხვედროდა რბოლის დაწყებას, გაახსენა, რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ისიც არ დაავიწყდა ეთქვა, რომ თავისივე ხელით აწყობილი მანქანითვე დამარხავდა იუნგი, ნორმალურ შედეგს თუ არ დადებდა. შესაძლოა იმის ბრალიცაა, რომ არც კი გახსენებია სასმელი, რადგან საზეპიროდ გაიხადა ის რამდენიმე სიტყვა, რომელიც "უსუსური პროფესიის მქონე" გოგონამ გამოუგზავნა შეტყობინების სახით. 

"ეს ჩემი სამსახურია"

რამდენჯერაც კითხულობს, იმდენჯერ ღიზიანდება, მაგრამ მომდევნო თბილი სიტყვები ისევ უამებს გულსა და გონებას. 

განა როგორ ვერ მოახდინა მისმა გარეგნობამ შთაბეჭდილება ვენელია დივატაზე? დიახ, მან მისი სრული სახელი იცის, ასევე ყველა სოციალური ქსელისა თუ საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მისი წინა სამსახურები, განათლება, სამეგობრო წრე, მშობლები, წარმოშობა და საკუთარი თავისთვის ნება, რომ მიეცა, ალბათ იმასაც დაადგენდა ამჟამად რა ფერის საცვლებს ატარებდა დიზაინერი. 

ჯონგუკი მისით შეპყრობილია, თუმცა აღიარება არ უნდა.

თავად წამებში დანებდა ახალგაზრდა ქალის მზერას და ნუთუ მცირეოდენი შთაბეჭდილებაც ვერ მოახდინა თავად?

ჯონ ჯონგუკი გულისწამღებად სიმპათიურია და ეს თავადაც კარგად იცის. გარეგნობა, რომ გვერდით გადავდოთ, საკმაოდ წარმატებული და მწვერვალზე მყოფი ფორმულა 1-ის პილოტია, ამჟამინდელი ჩემპიონი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მძღოლი ამ სფეროში. 

მას ყველაფერი აქვს, რამაც შესაძლოა ქალი დაადნოს, ამიტომ ჯონისთვის გაუგებარია რატომ რჩება ვენელია ფორმალური და ზემოთხსენებული შეტყობინების მაგიერ, რატომ არ სწერს მაგალითად "მადლობა, რომ თქვენი ბოდიშის ღირსად ჩამთვალეთ. თუ არ შეწუხდებით, შეგვიძლია სადმე შევხვდეთ და ამაზე ვისაუბროთ", და რატომ არ სრულდება ეს ჯერ კიდევ არ შემდგარი შეხვედრა, რომელიმე სასტუმროში სექსითა და დილის ჩახუტებებით. 

მხოლოდ წინTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang