19. ყველაფერი ნორმალური

78 15 24
                                    

დრო ისაა, რაც ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები აქვთ ადამიანებს.

ჯონგუკისთვის დრო ყოველთვის სწრაფად მიმავალ მდინარეს ჰგავს, რომელსაც არ უნდა ჩამორჩე და ეს გასაკვირი არაა როდესაც ისეთ სპორტში ხარ, სადაც წამის მეასედიც კი მნიშვნელობითაა სავსე. 

მეორე მხრივ, ვენელია ტბასავით მდორეა და მშვიდი, ეს ტბა კი ახლა ფიქრობს, ჩააბარგოს ნივთები, მოგზაურობა დაასრულოს და შინ დაბრუნდეს, მაგრამ ანაბი?

ანაბი ჰოსოკთან კარგად იქნება, დიზაინერი ამაში დარწმუნებულია, თუმცა ისიც იცის, რომ აქ თუ დატოვებს, მასზე ნერვიულობა თან გაჰყვება. 

საბოლოოდ წყვეტს, რომ ერთ, ჯერ კიდევ (შეიძლება ითქვას) უცხო პილოტს და მამამისს არ გადააყოლებს არც მოგზაურობას და არც ანაბეტის ჯანმრთელობას. 

ჯონგუკთან არ ყოფილა იმდენად ახლოს, რომ მათ ურთიერთობაზე სახე იხოკოს. დიახ, სამწუხაროა, მაგრამ ამის გამო გული არ უკვდება. ჯონგუკის გარეშეც კარგად მიდიოდა ცხოვრება, ამიტომ რა უშლის ხელს, რომ იმ ცხოვრებას დაუბრუნდეს?

სიმპათია არის, თუმცა არა - მოწონება, არა - სიყვარული, არა - დამოკიდებულება. 

***

სასტუმრო, რომელიც ჰოსოკმა დაჯავშნა იმდენად მშვენიერია, როგორც თავად მელბურნი. ჯიდასგან განსხვავებით, ამ სასტუმროში ბევრი პილოტი არ გაჩერებულა, მათ შორის არც ჯონ ჯონგუკი, რაც დიდ პლიუსს წარმოადგენდა ვენელიასთვის. 

ჯანგ ჰოსოკს დიდი ომის გავლა მოუხდა საკუთარ თავთან, რომ სურვილი, თავისთვის და ანაბეტისთვის ერთი ოთახი აეღო, უკუეგდო. 

ვენელია ვერ ხსნის რედ ბულის პილოტის ასე შეპყრობას მისი საუკეთესო მეგობრით, თუმცა ამშვიდებს ის ფაქტი, რომ მამაკაცის თვალებში მტაცებლური გავლენის სურვილის მაგიერ, წმინდა სინაზესა და სიყვარულს ხედავს. 

გავლენისადმი მიდრეკილება უნახავს, თუმცა ვერ იხსენებს თვალებს, რომლებიც მას ასხივებდნენ. 

მხოლოდ წინWhere stories live. Discover now