1. ცხოვრება მშვენიერია

178 24 5
                                    

"სამი მოსახვევია დარჩენილი ფინიშის და 2022 წლის სეზონის დასასრულამდე და ჯერ კიდევ არ ვიცით რა მოხდება. ბოლო ექვსი მოსახვევია ლასლო კარდოსი პირველობასა და ჩემპიონობის ტიტულის მეოთხედ მოპოვებას ეჭიდება, თუმცა მას მთელი 57 წრეა კუდში მისდევს და მოსვენებას არ აძლევს ჯონ ჯონგუკი. ჩამორჩენა 0.07 წამია.

"ბოლო მოსახვევში შეუტიე"

რადიოში მითითებებს აძლევენ ახალბედას, თუმცა რამდენად შეძლებს იგი ამ მითითების შესრულებას, ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან ჯონს თავისივე პრობლემა, მერსედესი მიჰყვება უკან. რაიფი, როგორც ჩანს სულ მინიმუმ მეორე ადგილისთვის იბრძვის. 

ო, არა. უკანა ხაზზე, ავარიაა. როგორც ჩანს ტეო პელეტიერიმ ვერ დაიმორჩილა საჭე და ბოლო წრეზე, ვილიამსის უკანასკნელი ბოლიდიც ეთიშება ბრძოლას. 

ჯონი შეტევაზე გადადის და მოსახვევში ახერხებს კარდოსის ჩამოტოვებას. უნგრელს მეოთხედ ჩემპიონობამ ახლახას თვალწინ ჩაუფრინა. ცდილობს პოზიცია დაიბრუნოს მაგრამ ფერარი უკვე ერთი წამით წინაა და რედ ბულს ისღა დარჩენია, მეორე ადგილი არ დაკარგოს მერსედესთან და მის გააფთრებულ პილოტ - რაიფთან.

და აი ისიც, ფინიშის ხაზთან დროშას ვხედავთ და მიესალმეთ მეგობრებო, პირველად ფორმულა 1-ის ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, სამხრეთ კორეელი, ჯონ ჯონგუკი ირგებს. 

რა შესანიშნავი, რა ამაღელვებელი და დაძაბული სანახაობის მომსწრენი გავხდით. 

ფერარის ფანებს შეუძლიათ იხარონ, რადგან ეს მათი პირველი ჩემპიონია ბოლო ათწლეულის განმვალობაში. 

მეორე ადგილზე ლასლო კარდოსია, ხოლო მესამეზე ჯორჯ რაიფი. 

ოჰ, შეხედეთ ეკრანებს ძვირფასო მაყურებლებო. ესაა ის დონატები, რომლის ნახვასაც ამდენი ხანი ელოდნენ ფერარის გულშემატკივრები.

"შესანიშნავი პერფორმანსი იყო, ჯონგუკ. შესანიშნავი. გილოცავ მეგობარო, შენ უკვე მსოფლიო ჩემპიონი ხარ."

მხოლოდ წინUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum