21. დალაგება

79 10 10
                                    

აფრენიდან უკვე საათნახევარი გავიდა და ჯერ სიტყვაც არ უთქვამთ არცერთს.

ვენელიას მწველი მზერით შეწუხებულმა და მომავალი შტორმის მომლოდინე ჰოსოკმა გადაწყვიტა მობილურში ჩაერგო თავი მთელი დარჩენილი გზა. მას შემდეგ რაც ანაბის ჩაეძნა, სხვა გასართობი ფაქტობრივად არ ჰქონია, ჯონგუკის ვგერდით მიჯაჭვული ვენელიასთვის კი შეხედვასაც ვერ ბედავდა.

გასულ ღამით მას ჯონგუკი დაუკავშირდა და სრულიად უპირობოდ შესთავაზა პირადი თვითმფრინავით ტრანსპორტირება, რაზეც მამაკაცი მალევე დასთანხმდა მოკლე საუბრისა და ინფორმაციების გაცვლის შემდეგ.

ჰოსოკი ჯონგუკს ბავშვობიდან ადევნებდა თვალს. მრავალჯერ ყოფილან ერთმანეთის მეტოქეები, თუმცა ჯანგმა იცის კარგ და ცუდ მეტოქეს შორის განსხვავება, ბოლოს და ბოლოს მას ცოცხალ მაგალითად ჯონი და რაიფი ჰყავს.

ვინაიდან ჯონგუკმა მხოლოდ ვენესთან საუბრის სურვილი გამოთქვა, იფიქრა, ეს არავის ავნებს, შესაძლოა დიზაინერის ხასიათი უკეთესობისკენაც კი შეიცვალოსო და სწორედ ამის გამოა, რომ ახლა აქ არიან.

- შეტყობინებებზე არ მპასუხობდი,- საბოლოოდ არღვევს სიჩუმეს ჯონგუკი.

- ვიფიქრე ასე აშკარა იქნებოდა, რომ შენთან საუბარი არ მინდა.

- მადლობა მოლოცვისთვის,- ამაზე ვენელია მხოლოდ თავს უქნევს და ფანჯრიდან იყურება,- მომდევნო სამ რბოლას მამაჩემი არ დაესწრება.

- ვერ ვხვდები მაგ ინფორმაციას რა აქვს ჩემთან საერთო,- არც კი შეუხედავს გოგონას პილოტისთვის ისე უპასუხა.

- მინდა შენთან ერთად დრო გავატარო. მინდა თავიდან დავიწყოთ ყველაფერი და გაჩვენო, რომ ისეთი უსუსური ნაძირალა არ ვარ, როგორის შთაბეჭდილებაც დაგიტოვე.

- მინდა, მინდა, მინდა... მაგრამ არ მეკითხები მე მინდა ეს თუ არა,- ვენელია არ ბრაზობს, არ ყვირის, უბრალოდ ამბობს.

მხოლოდ წინOù les histoires vivent. Découvrez maintenant