22. მატრიარქატი

29 7 4
                                    

ჯონგუკის დამცველური მხარის დანახვა, რა თქმა უნდა სასიამოვნოა ვენელიასთვის. ამისდა მიუხედავად ახლა მხოლოდ ბინაში ასვლა და დასვენება უნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ფერარის პილოტის მოშორება ასე მარტივი საქმე არაა.

- მითხარი,- დაჟინებით მოითხოვს მამაკაცი და გარემოს ათვალიერებს იმ იმედით, რომ როგორმე თავად შეძლებს დამნაშავის ამოცნობას.

- გითხარი, არაფერია,- არ ნებდება ვენელიაც. არ ამხელს საძულველი ადამიანის ვინაობას, რადგან არ სურს ჯონგუკში ჯორჯისადმი გაღიზიანება გაზარდოს, რამაც შეიძლება ქუჩიდან სარბოლო ტრასაზე გადაინაცვლოს.

მაღალსიჩქარიან მანქანაში მჯდარი გაბრაზებული ჯონგუკი რას მოიმოქმედებს ეს დიზაინერმა არ იცის ჯერ, ამიტომ არ რისკავს.

- ვენე.

- ჯონგუკ! გამიშვი, ბინაში ავდივარ, დასვენება მინდა.

- გთხოვ,- არ იშლის თავისას.

ჯონგუკს თავის მხრივ ბრაზი ღრღნის შიგნიდან. ვიღაცამ გაბედა და გოგონას მკლავზე წითელი ანაბეჭდი დატოვა. ამის უფლება არავის აქვს, თავად ვენელიასაც კი არ აქვს უფლება თავს რაიმე დამართოს, არათუ სხვას. ამას გარდა, როგორც იქნა საშუალება მიეცა დაამტკიცოს, რომ გოგონას დაცვის დაუცხრომელი სურვილი აქვს და ეს შეუძლია, ვენელია კი ამის საშუალებას არ აძლევს.

- თუ გინდა ხვალ ვარჯიშზე მნახო, გამიშვებ! - აცხადებს დიზაინერი და პილოტი დანებების ნიშნად ხელს უშვებს.

უკან მოუხედავად მიემართება ვენელია თავისი ნომრისკენ და კიბეებზე უჩინარდება.

დიდხანს უყურებს ჯონგუკი იმ მხარეს, საითაც გოგონა გაუჩინარდა, საბოლოოდ, შეჭმუხნილ შუბლს ხსნის და გზას აგრძელებს.

***

ვარჯიშების შედეგები ნორმალურია, ფერარის ორივე ბოლიდი სრულ მწყობრშია და ხვალინდელი კვალიფიკაციისთვის მზადაა.

მხოლოდ წინDonde viven las historias. Descúbrelo ahora