1 თავი.

74 8 0
                                    

   * * *

რადგან საავადმყოფოდან სასწრაფოდ მოგვიწია გამოქცევა იოკს კი ტყვია ახალი ამოღებული ჰქონდა,გაუფრთხილებლობის გამო ჭრილობა გაეხსნა და ინფექცია შეეჭრა.ყველა გახარებული ვიყავით იმით რომ გადავრჩით,ამიტომ მისი მდგომარეობის გაუარესება გამოგვეპარა.

მეორე დღეს როდესაც სახლში მივაკითხე,სიცხისგან იწვოდა.დედამისმა კი არაფერი იცოდა მომხდარზე რადგან,დილით ადრიანად წავიდა სამსახურში და არ დაუნახავს როგორი დაბრუნდა შინ მისი ვაჟი.

მისმა მდგომარეობამ იმდენად შემაშფოთა მაშინვე გუმპას დავურეკე და ვთხოვე დამხმარებოდა რათა ჰოსპიტალში წაგვეყვანა.ჩვენი უფროსი ძმა მალევე იქ გაჩნდა და მართალია იოკი უარს გვეუბნებოდა სადმე წასვლაზე,მაგრამ მას არ მოვუსმინეთ და სასწრაფოდ მანქანაში ჩავსვით.

ტემპერატურა მაღალი ჰქონდა ამიტომ გზაში ბოდავდა.რამდენჯერმე ახსენა იმ ნაბიჭვრის სახელი ვინც ასე ატკინა გული და ყველას გვიღალატა.იმის გახსენებაზე,თუ როგორ მოექცა დანი ჩემს მეგობარს კიდევ ერთხელ მომერია ბრაზი იმ ღამით პირდაპირ სახეში რომ არ დავარტყი.

საავადმყოფოში მივედით,ექიმებმა ჭრილობა ხელახლა გაკერეს და იოკი შედარებით უკეთ გახდა.სიცხემ მაშინვე დაუწია როგორც კი ანტიბიოტიკი მიიღო.გუმპას ვუთხარი შეგიძლია წახვიდე მეთქი,რადგან ვიცოდი ავტოფარეხში რამდენიმე შესაკეთებელი მოტოციკლი დატოვა,მისი დრო ფულია ამიტომ ვერ დავაყოვნებდი,თანაც მე არსად მეჩქარებოდა.

იმ ღამით პალატაში მეძინა ჩემი მეგობრის გვერდით.მართალია დამამშვიდებლებით ისე იყო გაბრუებული,ვერ გრძნობდა ჩემს იქ ყოფნას მაგრამ,მინდოდა დილით როცა გაიღვიძებდა ნაცნობი სახე დახვედროდა ოთახში.

შონს და ვაითს მაშინვე შევატყობინე ეს ამბავი, როდესაც კლინიკაში გადავწყვიტეთ წასვლა მაგრამ იმ დღისით,არცერთი მათგანი მოვიდა.ალბათ ამიტომაც იყო,რომ ძილის წინ როცა პაციენტის ხალათში მყოფ იოკს ვუყურებდი,ჩემი და ვაითის *დიალოგი გამახსენდა იმ დროიდან,როცა ის ახალი შემოპარული იყო ჩვენს ბანდაში და თავს ბლექად ასაღებდა.

მახსოვს მკითხა ვის მხარეს ავირჩევდი თუკი ოდესმე შონი და იოკი იჩხუბებდნენ ან გადაემტერებოდნენ ერთმანეთს.მაშინ უკვე შემჩნეული მქონდა ვაითის სიახლოვე შონთან,ამიტომ ვუპასუხე- "მე იოკის მხარეს ავირჩევ რადგან ვიცი შენ შონის გვერდით დარჩები და მეც რომ მისი მხარე დავიჭირო იოკი სულ მარტო დარჩება მეთქი".

როგორც ჩანს ჩემი ინტუიცია არ მატყუებდა.ჩვენი სამეგობროს ახალი შემადგენლობიდან,თავისდაუნებურად ყველაზე ძვირფასი ადამიანი იოკი გახდა ჩემთვის.

____

*ეს დიალოგი გრემსა და ბლექს(ვაითს)შორის ნოველაში რეალურად იყო.სადაც გრემი იძახის რომ იოკს აირჩევდა და არა შონს.

See,that's my soldier. 🔞Where stories live. Discover now