9 თავი.

33 4 0
                                    

იოკი:

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.ხალხმა მარტივად აიტაცა ჩვენს მიერ გაჟღერებული მესიჯი.

საპროტესტო აქციები დავიწყეთ და დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გვიერთდებოდა.
ყველა ვისთვისაც ეს პრობლემა მტკივნეული იყო,რადგან ოჯახის წევრი ან მეგობარი ჰყავდათ შშმ პირი,მხარს გვიჭერდა.

მიზანი მხოლოდ ის არ ყოფილა,რომ რესტორნის ხელმძღვანელობას ბოდიში მოეხადა მომხდარის გამო.გვინდოდა სახელმწიფოს მეტად შეეწყო ხელი ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის რათა მომავალში მსგავსი აღარაფერი მომხდარიყო.

ცხოვრებაში პირველად ვაკეთებდი რაღაც ისეთს რითიც ვამაყობდი და მხოლოდ ერთი რამ იყო რაც გულს მიღრღნიდა.

ჩემი საყვარელი ადამიანისგან მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდი.

რამდენჯერმე კამათიც კი მოგვივიდა ამ საკითხზე.ის მთხოვდა რომ ღრმად არ შემეტოპა,მე კი ვეუბნებოდი რომ ახლა უკან დახევა არ შემეძლო.

იმის გათვალისწინებით,რომ დანი იმ დროს გავიცანი როცა თავადაც კანონს აღვევდა,არ მეგონა ჩვენში განხეთქილების მიზეზი ოდესმე
ჩემი მიზნები თუ აღმოჩნდებოდა.

პოლიციელი იყო და ჩუმად მაინც გამოთქვამდა პროტესტს თავისი ნახატებით,შემდეგ კი სამსახურიც დატოვა,ამიტომ ყოველთვის მეგონა ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობაში მე და ის სულ ერთად ვიქნებოდით.როგორც ჩანს შევცდი.

რაც უფრო მეტი საინფორმაციო ან ინტერნეტ გამოცემა ინტერესდებოდა ჩვენი გამოსვლებით,ჩემსა და ჩემს საყვარელ ადამიანს შორის უფსკრული უფრო და უფრო დიდდებოდა და ღრმავდებოდა.

თითქოს ერთმანეთის გაგება დღითიდღე უფრო გვიჭირდა და თითქოს არც არასდროს ვიზიარებდით ერთსა და იმავე იდეოლოგიას.

მგონია რომ საქმე მხოლოდ მის მოხუც მშობლებში კი არ ყოფილა,არამედ იმ ყველაფრის შემდეგ რაც გამოიარა უბრალოდ მშვიდად უნდოდა ცხოვრება.

დანი ძალიან მიყვარდა მაგრამ ვგრძნობდი,რომ ახლოს იყო ის დღე როცა ერთმანეთს სამუდამოდ დავემშვიდობებოდით.

See,that's my soldier. 🔞Where stories live. Discover now