* * *
-რამდენი ხანია ყველა ერთად აქ აღარ ვყოფილვართ-თქვა ვაითმა და მის მიერ ნაყიდი სასმლის მაგიდაზე ამოლაგება დაიწყო.
-ყველა არ ვართ-უპასუხა გუმპამ-შენი ძმა გვაკლია-დროებით სიჩუმე ჩამოვარდა.
მართალია ჩვენ არ გვითხოვია,რომ ბანდა დაეტოვებინა მაგრამ ბლექის წასვლაში თითოეულ ჩვენგანს მიუძღვოდა მცირედი წვლილი.მე განსაკუთრებით.თითქოს სინდისი გვქენჯნიდა ამის გამო.
-ეს დღე ხომ მე მეძღვნება არა?რას ჩამოგტირით სახეები?-ახმაურდა იოკი.
-მართალია,მოდი დავლიოთ-თქვა შონმა და სასმლით სავსე ჭიქა მაღლა ასწია-შენს დაბრუნებას გაუმარჯოს-ყველამ იოკს შევხედეთ,ის კი ისეთი თვითკმაყოფილი სახით იყურებოდა იმ წუთს იფიქრებით,სამყარო მის გარშემო ბრუნავსო.
ბევრი დავლიეთ და კიდევ უფრო ბევრი ვიცინეთ.დაზუსტებით არ მახსოვს რაზე,თუმცა რა მნიშვნელობა აქვს?ისეთი მთვრალები ვიყავით ყველაფერ სისულელეზე გაგვეცინებოდა ალბათ,რაც არ უნდა დაგვენახა ან მოგვესმინა.
გუმპა როგორც ჩვენს შორის ყველაზე უფროსი,შედარებით ცოტას სვამდა რათა ჩვენთვის ყურადღება მოექცია და როდესაც შონი და ვაითი მაღლა ოთახში გაიპარნენ,რადგან ერთმანეთის მოფერების გარეშე ერთი საღამოს გატარებაც არ შეეძლოთ,ჩვენმა უფროსმა ძმამ იოკთან დაიწყო საუბარი.
-ახლა როცა შენი ყველა მეგობარი მთელს დროს სწავლას უთმობს,შენ რას აპირებ?იმედი მაქვს სწრაფად დაბრუნდები უნივერსიტეტში,რომ გაცდენილი კვირების ანაზღაურება შეძლო-იოკი ყველაზე მეტად იყო მთვრალი ჩვენს შორის,მაგრამ რამოდენიმე სიტყვის თქმას მაინც მოუყარა თავი.
-არ ინერვიულო ჰია,სულ მალე ყველას გამოფენაზე დაგპატიჟებთ სადაც ჩემი ნახატიც იქნება გატანილი-ეს სიტყვები რომ გავიგონე სასმლის ჭიქა ხელიდან გამივარდა.
YOU ARE READING
See,that's my soldier. 🔞
Fanfictionრა შეიძლებოდა მომხდარიყო Not me-ს რომ მეორე სეზონი ჰქონოდა?გააგრძელებდნენ თუ არა ბიჭები ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ ან როგორ წარიმართებოდა მათი პირადი ურთიერთობები მეგობრებთან,შეყვარებულებთან? ჩემებური ხედვა იმისა თუ როგორ წარმომიდგენია ამბის გაგრძელ...