გრემი:
ჩემი და იუჯინის ურთიერთობა ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო დასასრულისკენ რომ წავიდა.ყოველთვის ვიცოდი მისი დამოკიდებულება ცეკვისადმი მაგრამ,მის ოცნებებს ამდენად შორს თუ გაყვებოდა არ წარმომედგინა.
ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა და გამომიცხადა კორეაში მივფრინავო.მე რა თქმა უნდა მხარი დავუჭირე მის გადაწყვეტილებას.
ჩემი აზრით ზოგიერთ რამეს თავისი ასაკი გააჩნია და როცა სტუდენტი ხარ კარიერული ზრდის პერსპექტივით,შენი მომავალი რომანტიულ ურთიერთობას არ უნდა ანაცვალო.ამიტომ მისთვის დარჩენა არ მითხოვია და დარწმუნებული ვარ არც ის ელოდა,რომ ამას ვთხოვდი.
რატომღაც მეგონა ჩემი დამწუხრება შეყვარებულის წასვლის გამო დიდხანს გაგრძელდებოდა მაგრამ ორიოდ დღის შემდეგ,ამაზე საერთოდ აღარ მიდარდია.
საკუთარი თავით თვითონაც გაკვირვებული ვიყავი ამის გამო.იუჯინი მალე ჩემს გვერდით აღარ იქნებოდა მე კი თავი არაჩვეულებრივად მეჭირა.
ოფიციალურად არ დავშორებულვართ. შევთანხმდით,რომ მის გაფრენამდე ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს ვაჩუქებდით ერთმანეთს და იმასაც დავპირდი აეროპორტში მოვალ შენს გასაცილებლად მეთქი.
ამასობაში იოკი ბოლომდე გამოჯანმრთელდა.საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ექიმის რეკომენდაციით ცოტა ხანს,სახლში იცავდა წოლით რეჟიმს.უფრო სწორად კი არ იცავდა.
მართალია არსად გადიოდა სახლიდან მაგრამ ლოგინში მაინც ვერ ჩერდებოდა.მასთან ყოველდღე მივდიოდი და მისი საყვარელი საჭმელი მიმქონდა,ის კი წუწუნს იმაზე იწყებდა,რომ ცხარე საჭმელი მოენატრა რომელიც დროებით აუკრძალეს.შემდეგ კამათს ვიწყებდით მის სიჯიუტეზე და ბოლოს მის მიერ ნათქვამ რაიმე სულელურ ხუმრობაზე სიცილით ვამთავრებდით.
როდესაც იოკი ბოლოჯერ მივიდა ექიმთან გადამოწმებაზე და დავრწმუნდით რომ ნამდვილად გამოკეთდა,ამის აღსანიშნავად შეკრება და დალევა გადავწყვიტეთ.
როგორც უკვე ავღნიშნე ეს პერიოდი ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში საკმაოდ ერთფეროვანი და მშვიდი იყო,არაფერ სახიფათოს არ ვაკეთებდით და დროის უმეტეს ნაწილს სწავლას ვუთმობდით.
ამიტომაც მგონია,რომ ყველაფრის საწყისი სწორედ ეს საღამო გახდა.
YOU ARE READING
See,that's my soldier. 🔞
Fanficრა შეიძლებოდა მომხდარიყო Not me-ს რომ მეორე სეზონი ჰქონოდა?გააგრძელებდნენ თუ არა ბიჭები ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ ან როგორ წარიმართებოდა მათი პირადი ურთიერთობები მეგობრებთან,შეყვარებულებთან? ჩემებური ხედვა იმისა თუ როგორ წარმომიდგენია ამბის გაგრძელ...