10 თავი.

30 4 0
                                    

გრემი:

ავტოფარეხში ვიყავით შეკრებილები და ჩვენს რიგით მეორე,მცირე მაგრამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ავღნიშნავდით.

შეიძლება საპროტესტო აქციები დასრულდა მაგრამ ამ თემის გარშემო სიახლეები არ წყდებოდა.

უამრავი ადამიანი იზიარებდა ჩვენს იდეებს და გვეუბნებოდნენ რომ სურდათ ჩვენი ნაწილი გამხდარიყვნენ.ზოგმა ისიც კი შემოგვთავაზა "სამოქალაქო მოძრაობა ჩამოაყალიბეთ ასე უფრო მეტი ადამიანი შეძლებს თქვენთან გაწევრიანებას და თქვენს გვერდით ბრძოლას"-ო.

ვფიქრობ სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მიზეზი იმისა,რომ საბოლოოდ შევთანხმდით ბრძოლა ყველაფერ იმის წინააღდმეგ რაც ქვეყანაში არ მოგვწონდა,სამომავლოდ მხოლოდ კანონიერი გზებით უნდა გაგვეგრძელებინა.

მას შემდეგ რაც შონმა თქვა იოკს ცოტა ხნით შეაგვიანდება ამიტომ ნუ დავუცდითო,დალევა დავიწყეთ.

თუმცა მეც ბედნიერი ვიყავი როგორც სხვები,ისეთი ენთუზიაზმით მაინც ვერ ვერთობოდი,რადგან მინდოდა ის ადამიანი ყოფილიყო ჩემს გვერდით ვისი დამსახურებითაც მივაღწიეთ ამ გამარჯვებას.

ერთი საათის შემდეგ უკვე სრული შემადგენლობით ვიყავით.ყველანი დივანზე ვისხედით გვერდიგვერდ და იოკის სახის გამომეტყველებას ვაკვირდებოდით,რომელიც რამდენიმე წუთის უკან შემოგვიერთდა.

-სახე რატომ ჩამოგტირის რა ხდება?-ჰკითხა მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ გუმპამ.

-დანი წავიდა-თქვა იოკმა და პირველივე სასმლის ჭიქა რაც ხელთ მოხვდა აიღო და მთლიანად გამოცალა.

-მაგ ჭიქით მე ვსვამდი-ვუთხარი როდესაც სავარძელში ჩაჯდა.

-რა ჯანდაბაა გრემ?რა დროს ეს არის?-ჩაერია შონი-მოგვიყევი რა ხდება,რას ნიშნავს წავიდა?

-ორი დღეა ერთმანეთი არ გვინახავს,დღეს ჩემს ზარებს არ პასუხობდა ამიტომ იქ გადავწყვიტე მისვლა სადაც ცხოვრობდა.იქაურობა კი ცარიელი დამხვდა,არცერთი ნივთი ადგილზე აღარ იყო.

See,that's my soldier. 🔞Where stories live. Discover now