3 თავი.

43 4 0
                                    

იოკი:

საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი ჩემთვის მარტივი არ ყოფილა.მართალია ყველას რთული რამ გადაგვხდა თავს,მაგრამ მე ყველაფერთან ერთად დამჭრეს,მიღალატეს და დავკარგე ადამიანი რომელიც მეგონა მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა.ამიტომ უფრო მეტი დრო დამჭირდა,ჩვეულ ცხოვრების რიტმს რომ დავბრუნებოდი,ვიდრე ჩემს მეგობრებს.

დიდხანს არ მტოვებდნენ კოშმარები.ხშირად მეღვიძებოდა ღამით ცრემლიანი თვალებით და ვერაფრით ვიხსენებდი რაზე ვიტირე.

სრულიად მოულოდნელად მახსენდებოდა თუ როგორ შემიკრა ხელები დანმა და როგორ აპირებდა ჩემს დაპატიმრებას.ამ ყველაფრის უკან მოტოვება საკმაოდ რთული იყო.

ვიცოდი მასზე ფიქრი უნდა შემეწყვიტა მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი და არ ვიცი რა მეშველებოდა გრემი რომ არ ყოფილიყო ჩემს გვერდით.

მახსოვს ერთხელ მისი მორიგი ვიზიტის დროს,როდესაც მითხრა უკვე ჩემი წასვლის დროაო თავი ცუდად ვიგრძენი იმის გაფიქრებაზე,რომ ისევ მარტო დავრჩებოდი ამ უსიამოვნო ადგილას.ამიტომ ვთხოვე თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ გაქვს დაგეგმილი იქნებ ჩემთან დარჩე მეთქი.

თავიდან ყოყმანობდა,შემდეგ იუჯინს დაურეკა და მოუბოდიშა დღეს ვერ შეგხვდებიო.იქვე დივანზე მოკალათდა  სადაც იქამდეც სძინებია ჩემი გამოღვიძების მოლოდინში.ცოტა ხანს ვისაუბრეთ,შემდეგ კი ორივეს ძილი მოგვერია.

შუა ღამისას,უცბად ვიგრძენი როგორ შემეხო გრემი მხარზე და მაგრად შემაჯანჯღარა.

-იოკ!გაიღვიძე!გესმის ჩემი?-თვალები გავახილე და მის შეშფოთებულ მზერას წავაწყდი.ისე მიყურებდა იფიქრებდით ახლახანს ეშმაკი დაინახაო.

-რა მოხდა?-ვკითხე დაბნეულმა.

-ჯანდაბა მაგას მე მეკითხები?-თქვა აკანკალებული ხმით-მეგონა შეიშალე.ხმამაღლა ყვიროდი.შემდეგ კი პატარა ბავშვივით ბოლო ხმაზე მორთე ტირილი.შემეშინდა-თქვა და ხელსახოცი მომაწოდა,რომ ცრემლები  მომეწმინდა.

See,that's my soldier. 🔞Where stories live. Discover now