* * *
მომდევნო რამდენიმე დღე საკმაოდ უსიამოვნო იყო ჩემთვის.სადაც არ უნდა წავსულიყავი ან რა საქმეც არ უნდა მეკეთებინა,მომხდარზე ფიქრს ვერ ვიგდებდი თავიდან.
უნივერსიტეტში ლექციაზე მჯდომს უცბად მახსენდებოდა როგორ მაკოცა იოკმა და შემდეგ ლექტორის მოსმენას გულს ვეღარ ვუდებდი.
იმ დღის შემდეგ ცოტა ხანს ერთმანეთს თავს ვარიდებდით.ასე პირდაპირ არა მაგრამ,თუ რომელიმე სხვა მეგობარი დამირეკავდა და შეხვედრას მთხოვდა აუცილებლად ვეკითხებოდი იოკიც მის გვერდით იყო თუ არა,შემდეგ კი რაიმეს მოვიმიზეზებდი უარის სათქმელად.
დარწმუნებული ვარ მის შემთხვევაშიც იგივე მოხდა,როცა შონთან და ვაითთან ერთად ვიყავი ლექციების შემდეგ საჭმელად წასული,ბიჭებმა მასთან დარეკვა გადაწყვიტეს და როცა გაიგო რომ მეც იქ ვიმყოფებოდი,მოახლოებული გამოფენისთვის მზადება მოიმიზეზა.
დრო გადიოდა,მე კი სულ უფრო მეტად მაბნევდა იმაზე ფიქრი რაც ჩემს სახლში მოხდა და არც ის ვიცოდი,რას მოგვიტანდა მომავალი.
იოკის დაკარგვა არ შემეძლო.
განსაკუთრებით მაშინ როცა არავინ დამრჩა მასსავით ახლობელი.
შონს და ვაითს ერთმანეთი ჰყავდათ,მას შემდეგ რაც ოფიციალურად გახდნენ შეყვარებულები სამეგობროს წევრებიდან ყველაზე ახლო ურთიერთობა,ერთმანეთთან ჰქონდათ.თანაც,ვაითთან ყოველდღიური კონტაქტი არც მე მსურდა გამომდინარე იქიდან,რომ მისი სახის დანახვა არასასიამოვნო მოგონებებს აღვიძებდა ჩემში.
ორი კვირის განმავლობაში ვემალებოდით ერთმანეთს მე და იოკი ასე პატარა ბავშვებივით.ბოლოს როდესაც მივხვდი,რომ რაღაც უნდა მომეხერხებინა ამ ამბისთვის,ჩემდა საბედნიეროდ ვაითმა შემოგვთავაზა მასთან შევკრებილიყავით და ცოტა დაგველია.
ასე თქვა: მამაჩემი წავიდა და მთელი სახლი ჩემს განკარგულებაშიაო.
YOU ARE READING
See,that's my soldier. 🔞
Fanficრა შეიძლებოდა მომხდარიყო Not me-ს რომ მეორე სეზონი ჰქონოდა?გააგრძელებდნენ თუ არა ბიჭები ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ ან როგორ წარიმართებოდა მათი პირადი ურთიერთობები მეგობრებთან,შეყვარებულებთან? ჩემებური ხედვა იმისა თუ როგორ წარმომიდგენია ამბის გაგრძელ...