2 თავი.

54 4 0
                                    


      * * *

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე მივდიოდი საავადმყოფოში.ვცდილობდი ჩემი ყურადღებით მეგრძნობინებინა იოკისთვის,რომ მარტო არ არის.მართალია ბიჭებიც აკითხავდნენ მაგრამ ისე ხშირად არა როგორც მე.

გამომდინარე იქიდან,რომ დედამისმა არაფერი იცოდა,მისთვის ტყუილის თქმაც მე მომიწია.იოკს სურდა დედა არ გაენერვიულებინა,ამიტომ მთხოვა მის სახლში წავსულიყავი და მეთქვა,თითქოს მისი შვილი შონთან ერთად წავიდა ქალაქგარეთ.ამის შემდგომ კი მისი საძინებლიდან ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები წამომეღო.

იქ მისულს სახლი ცარიელი დამხვდა.არ ვიცოდი როდის დაბრუნდებოდა იოკის დედა შინ,ამიტომ მაგიდაზე წერილი დავტოვე მისთვის შემდეგ კი საძინებლისკენ გავემართე.

შევაგროვე ყველაფერი რაც ჩემმა მეგობარმა დამაბარა და როდესაც წამოსასვლელად მოვემზადე,კედელზე მის საწოლთან ახლოს რამდენიმე ფოტოს მოვკარი თვალი.ახლოს რომ მივედი დავინახე,ერთ ფოტოზე ყველა ჩვენგანი ვიყავით რაღა თქმა უნდა უცვლელ ადგილას,ავტოფარეხში და არ მახსოვს რას ავღნიშნავდით,მაგრამ ხელში სასმლის ჭიქები გვეჭირა.მეორე ფოტოში კი მხოლოდ მე და იოკი ვჩანდით.ეს ის პერიოდი იყო როცა ჩვენი „ბანდა“ ახალი ჩამოყალიბებული იყო და ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით.

თავიდან მეჩვენებოდა,რომ ის შონთან უფრო ახლოს მეგობრობდა,ვიდრე სხვებთან მაგრამ რატომღაც საძინებელში ჩემთან ერთად გადაღებული სურათი ჰქონდა გამოკრული.ამის დანახვამ ღიმილი მომგვარა.მისი სახლი სწრაფად დავტოვე და კლინიკაში კარგ განწყობაზე მყოფი დავბრუნდი.

პალატის კარი რომ შევაღე გავიგონე,როგორ აწუხებდა იოკი ექთანს გაუთავებელი კითხვებით გაწერის თარიღთან დაკავშირებით.როგორც კი შიგნით შევედი ექთანმა დრო იხელთა აბეზარი პაციენტისგან თავის დასაღწევად,თავაზიანად დამემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.

-ვირივით ჯიუტი ხარ-ვთქვი ისე,რომ მისთვის სახეში არ შემიხედავს.ჩანთიდან ნივთების ამოლაგებით ვიყავი დაკავებული.

-რა არის ცუდი იმაში თუ მინდა აქედან მალე გავიდე?-მკითხა და ისე გამიცინა ლამის ყველა კბილი გამოუჩნდა.

უცბად ყველა ის *ხუმრობა გამახსენდა რაც ოდესმე მის ღიმილზე გვითქვამს და მეც ვერ შევიკავე სიცილი.

მისთვის სადილი მქონდა ნაყიდი ამიტომ ვკითხე უკვე ჭამა თუ არა და როდესაც მიპასუხა "შენ გელოდებოდიო" კედელთან მდგარი პატარა მაგიდა ოთახის შუაში გამოვწიე,გემრიელი კერძებით გავაწყვე ჩემთვის და მისთვის,შემდეგ კი მივუახლოვდი და ლოგინიდან წამოდგომაში დავეხმარე.

-შენს თავს შეხედე-თქვა ღიმილით როგორც კი სუფრას გადახედა-ყოველთვის ამბობდი,რომ კარგი პარტნიორი ვერასდროს იქნებოდი,მაგრამ როდესაც გულში ვიღაც ჩაგივარდა შეიცვალე.მეგობრებთან მიმართებაშიც უფრო მეტად მზრუნველი ხარ ვიდრე ადრე-მაგიდას ფრთხილად მიუჯდა,რომ ჭრილობა არ სტკენოდა და შემდეგ დააყოლა-იუჯინი იღბლიანი გოგოა შენ რომ ჰყავხარ.

-იუჯინი ტაილანდიდან მიდის-ვთქვი სწრაფად და ჭამა დავიწყე რადგან არ მინდოდა ამ თემაზე კიდევ მეთქვა რაიმე.

იოკის სახეზე გაკვირვება შევნიშნე მაგრამ საბედნიეროდ,ჩემი მეგობარი მიხვდა მთლად სასიამოვნო,რომ არ იყო ეს საუბარი ჩემთვის,ამიტომ თემა ოსტატურად გადაიტანა და რაღაც სისულელეზე დავიწყეთ საუბარი.

____

*ნოველაში ბიჭები ხშირად ხუმრობდნენ იოკის დიდ კბილებზე და მის ღიმილზე.

See,that's my soldier. 🔞Where stories live. Discover now