გრემი:
ერთად გატარებული დაუვიწყარი წუთების შემდეგ,იოკს ვთხოვე სახლში ჩემთან ერთად წამოსულიყო,მაგრამ მითხრა მირჩევნია შინ დავბრუნდე და ხვალ ვისაუბროთ როცა გამოვფხიზლდებითო.
ისევ თავს მარიდებდა.
გრძნობებში გამოვუტყდი,ჩემთან სექსი ჰქონდა მაგრამ მაინც ჩემგან გაქცევას ცდილობდა.უკვე აღარ ვიცოდი რისი გაკეთება შემეძლო.
რა თქმა უნდა მეორე დღეს არ დაურეკავს.რამდენიმე ხნით დაიკარგა კიდეც.შონმა და ვაითმა მირჩიეს მისთვის დრო მიმეცა.მეც მათ რჩევას მივყევი და არაფერი მოვიმოქმედე.
ერთ დღესაც გუმპას ავტოფარეხში მისულს იოკი დივანზე მჯდომი დამხვდა,ჩვენს უფროს ძმას რაღაცაზე ელაპარაკებოდა.
-აქ რას აკეთებ?-ვკითხე შესვლისთანავე.
-ჩემს მოტოციკლს რაღაც პრობლემა ჰქონდა-მიპასუხა და თვალი ამარიდა.
ერთი საათი ვისხედით ასე უცხოებივით.შემდეგ გუმპა ოთახიდან გავიდა და კაი ხნით დაიკარგა.მგონი რაღაცის საყიდლად იყო წასული.
ვფიქრობდი იქნებ დრო ვიხელთო და დაველაპარაკო მეთქი მაგრამ მეგობრების რჩევა მახსენდებოდა და თავს ვიკავებდი.
ცოტა ხანში შონი და ვაითი გამოჩნდნენ.როგორც კი შემოგვხედეს თითქოს მაშინვე იგრძნეს დაძაბულები რომ ვიყავით და სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ.
ეს ყველაფერი იმდენად აუტანელი იყო ვთქვი ტუალეტში მივდივარ მეთქი და ცოტა ხნით იქაურობას მოვშორდი.
უკან რომ ვბრუნდებოდი მათი საუბარი შემომესმა,ამიტომ ნაბიჯს შევუნელე.-პატარა ბავშვივით იქცევი-ეუბნებოდა შონი იოკს.
-პატარა ბავშვი არა ჩემი ფეხები-წამოიყვირა იოკმა აგრესიულად-თქვენ ყველას გავიწყდებათ რომ ბოლო ერთ წელში ორჯერ მატკინა საყვარელმა ადამიანმა გული.ასე უცბად როგორ უნდა შევძლო ახალ ურთიერთობაში ჩაბმა?
YOU ARE READING
See,that's my soldier. 🔞
Fanficრა შეიძლებოდა მომხდარიყო Not me-ს რომ მეორე სეზონი ჰქონოდა?გააგრძელებდნენ თუ არა ბიჭები ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ ან როგორ წარიმართებოდა მათი პირადი ურთიერთობები მეგობრებთან,შეყვარებულებთან? ჩემებური ხედვა იმისა თუ როგორ წარმომიდგენია ამბის გაგრძელ...