7 თავი.

31 3 0
                                    


    * * *

დღეები გადიოდა.ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებას და ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი,მაგრამ ეს არც ისე მარტივი იყო.

ადამიანი ვისი კოცნის დავიწყებაც მსურდა,ჩემი მეგობარი იყო.ლოგიკურია რომ ეს სიტუაციას ართულებდა,ჩვენ ხომ ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს?უფრო მეტიც,ხშირად იმის ხილვაც მიხდებოდა როგორ კოცნიდა ის სხვა ბიჭს.

თავიდან მეგონა ამის დანახვა ჩემში სიბრაზეს იმიტომ იწვევდა,რომ დანი მთელი გულით მძულდა,მაგრამ მოგვიანებით მივხვდი,სინამდვილეში ვეჭვიანობდი მასზე.

არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა.ურთიერთობებში უიღბლობა იქამდეც განმიცდია თანაც არაერთხელ,მაგრამ გრძნობების გაჩენა იმ ერთადერთი მეგობრის მიმართ რომელიც დამრჩა,არასდროს მდომებია.

უცბად ჩემმა სამყარომ იოკის ირგვლივ დაიწყო ტრიალი.არაფრის კეთება არ იყო ჩემთვის ისეთი სასიამოვნო,როგორც დროის მასთან გატარება. თავს ბედნიერად ვგრძნობდი ერთად თუ მივდიოდით სადმე,ან გუმპას ავტოფარეხში მისულს შემთხვევით იქ თუ დამხვდებოდა.

მაგრამ ჩემი ბედნიერება მაშინვე სრულდებოდა როგორც კი დანი ჩნდებოდა მის გვერდით.ხშირ შემთხვევაში ვეცლებოდი ხოლმე იმ ადგილს სადაც მათ ერთად ვხედავდი.

ადრე როცა ჩემს პირად ცხოვრებაში რაიმე ხდებოდა და ვინმესთვის მოყოლა მსურდა ან რჩევის კითხვა,იოკი იყო ის ვისაც ვესაუბრებოდი.შემდეგ კი ყველაფერი ისე შემოტრიალდა,რომ იოკი გახდა ადამიანი ვისზეც საუბარი მსურდა,თუმცა არ ვიცოდი ვისთან გამეკეთებინა ეს.

ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი რომ ვერაფერი ვნახე,ბოლოს გადავწყვიტე თავი მომეტყუებინა.

ერთ დილას გავიღვიძე და ხმამაღლა წარმოვთქვი: ჩემი გრძნობები სხვა არაფერია თუ არა მეგობრული სიყვარული.დაიჭრა და გული ატკინეს,ამიტომ ვიყავი ცოტახანს მგრძნობიარე მის მიმართ.მაგრამ სინამდვილეში,ყველაფერი ძველებურად არის ჩვენს შორის და ასეც უნდა იყოს მეთქი.

საკუთარი თავის გასულელება არც ისე მარტივი რამაა,მაგრამ მხოლოდ ეს იყო რაც მშველოდა.ამიტომ ისე უნდა მოვქცეულიყავი თითქოს ჩემი ნათქვამის მჯეროდა და ყველაფერი თავისით დალაგდებოდა.უბრალოდ დროს უნდა მივნდობოდი.

See,that's my soldier. 🔞Where stories live. Discover now