* * *რამდენიმე თვის შემდეგ,ალბათ მაშინ როცა შონმა ვაითთან კოტრიალით და არაფრის კეთებით გული იჯერა,გადავწყვიტეთ ყველანი ჩვეულ ადგილას შევკრებილიყავით და გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით თუ რისი გაკეთება გვსურდა ამჯერად.
უკანასკნელად როცა იდეები გავცვალეთ და ხმა შონის *გეგმის განხორციელებას მივეცით,იოკსაც ჰქონდა სურვილი.
მას უნდოდა გაგვეკეთებინა რაიმე ისეთი რაც შშმ პირებს უფრო მეტად გახდიდათ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ ამ იდეის გარშემო გავერთიანებულიყავით და იოკისთვის მოგვესმინა.მისი გეგმა არანაკლებ სახიფათო აღმოჩნდა ჩვენი ბოლო გამოცდილებისა.
საქმე იმაში იყო,რომ შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში გავრცელდა ნიუსი რომელშიც ეწერა როგორ დაამცირა ერთ-ერთ კვების ობიექტზე,მომხმარებელმა სმენადაქვეითებული თანამშრომელი და სიტყვიერი შეურაცხყოდა მიაყენა რადგან გაბრაზდა მისი ნათქვამი რომ ვერ გაიგონა და სწრაფად ვერ შეასრულა,ხელმძღვანელობამ კი ის არ დაიცვა რათა საკუთარ პრესტიჟს გაფრთხილებოდა მომხმარებლების წინაშე.
იოკისთვის ეს ზედმეტად პირადული იყო.დედამისსაც ხომ არაერთი საშინელი გამოცდილება ჰქონია მსგავს ხალხთან მუშაობის გამო?
რადგან ჩვენი ვინაობა ბევრმა ადამიანმა იცოდა,ამჯერად ნიღბების გაკეთებას არანაირი აზრი არ ჰქონდა.როგორც არ უნდა დავმალულიყავით თუ რესტორანს დავარბევდით ან რაიმეს ისეთს ჩავიდენდით რაც აქამდე ჩაგვიდენია,ყველა ეჭვი ჩვენზე გაჩნდებოდა.
ამიტომ იოკს ღიად დაპირისპირება ჰქონდა გადაწყვეტილი.საპროტესტო აქციები,ინტერნეტში ანტი პიარი და ასე შემდეგ.
მართალია რესტორნის მეპატრონე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი იყო მთელს ქვეყანაში მაგრამ დარწმუნებულები ვიყავით ვერაფერს დაგვიშავებდა.თავისი სახელის შელახვას ჩვენი გატაცებით ან მოკვლით არ გარისკავდა რადგან კარგი მაგალითი ჰქონდა ტავის სახით.
მაშინ ვერ წარმოვიდგენდი,რომ ყველაფერი რაც იმ დღით დავგეგმეთ,რაღაც დიდის დასაწყისი თუმცა ამავდროულად რაღაცის დასასრული შეიძლებოდა ყოფილიყო.
____
*საუბარი მაქვს იმ სცენაზე რომელშიც სათამაშო ნიანგს იყენებენ რომ აირჩიონ ვის გეგმას განახორციელებენ.
YOU ARE READING
See,that's my soldier. 🔞
Fanfictionრა შეიძლებოდა მომხდარიყო Not me-ს რომ მეორე სეზონი ჰქონოდა?გააგრძელებდნენ თუ არა ბიჭები ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ ან როგორ წარიმართებოდა მათი პირადი ურთიერთობები მეგობრებთან,შეყვარებულებთან? ჩემებური ხედვა იმისა თუ როგორ წარმომიდგენია ამბის გაგრძელ...