12 თავი.

29 4 0
                                    


      * * *

სახლში ახალი დაბრუნებული  ვიყავი და დაძინებას ვგეგმავდი,დაღლილობისგან თავი მისკდებოდა.

უცბად კარზე კაკუნი გაისმა,როდესაც შევამოწმე აღმოჩნდა,რომ შონი იყო.ოთახში შემოვიდა თუ არა მაშინვე საყვედურებით ამავსო.

-ტელეფონს რატომ არ პასუხობ?-მკითხა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.

-გზაში დამიჯდა და გამეთიშა-ვუპასუხე მე.

-კარგი,სულერთია.აბა გისმენ-ეს თქვა და ისეთი სახის გამომეტყველებით შემომხედა იფიქრებდით აქ საჭორაოდ მოვიდაო.

-რა ხდება შონ?გააფრინე?-ვკითხე დაბნეულმა.

-მომიყევი რა ხდება შენსა და იოკს შორის,გუშინ მასთან არ დარჩი?მიდი გისმენ.

-ვერ ვხვდები რაზე საუბრობ-არ ვნებდებოდი მე.

-ჯანდაბა გრემ აღიარე უკვე-წამოიყვირა უცბად და ფეხზე წამოდგა-გგონია ვერავინ ამჩევს ბოლო რამდენიმე თვეა შენი გამოხედვა იოკის მიმართ განსხვავებული რომ გახდა?ისიც მარტივი დასანახი იყო როგორ ჭამდი დანს თვალებით როცა ავტოფარეხში ერთად მოდიოდნენ ხოლმე.არ ვიცი ეს როდის ან როგორ მოხდა მაგრამ მაგას არ ჩავეძიები,მეგობრის შეყვარებაში ისედაც ბადალი არ გყავს-ეს თქვა და გულიანად გადაიხარხარა.

-შონ!შე ნაბიჭვარო.წარსულს ნუ ეხები-ვუთხარი უხეშად.

-კარგი კარგი,მომიყევი რა ხდება და გპირდები თავს დაგანებებ.

-მოიცა მოიცა-შევხედე მას-ესეიგი გუშინ ღამით იმიტომ დაიჩემე იოკს წაყევიო,რომ გინდოდა ღამით ერთად დავრჩენილიყავით?-ვკითხე გაკვირვებულმა.

-რა თქმა უნდა-მიპასუხა აუღელვებლად.

-ჯანდაბა-ვთქვი და საწოლზე ღიმილით ჩამოვჯექი.

საბოლოოდ შონისთვის ყველაფრის მოყოლა მომიწია რადგან უკვე ისედაც ყველაფერი იცოდა.

ჩვენ ერთმანეთთან ახლოს არასდროს ვყოფილვართ მაგრამ მისგან ძლიერი მეგობრული მხარდაჭერა ვიგრძენი.

პირველად ვესაუბრე ვიღაცას იოკის მიმართ ჩემს გრძნობებზე და ეს ისეთი შვება იყო,იმ ღამით ჩვილივით უდარდელად დამეძინა.

See,that's my soldier. 🔞Where stories live. Discover now