იოკი:
სწავლა როდესაც დავასრულე,მიუხედავად იმისა,რომ გამოსაშვები ღინისძიება ჯერ კიდევ წინ იყო.უნივერსიტეტის ბოლო დღეს კურსელების უმეტესობამ,მაინც გამოთქვეს სურვილი სადმე ბარში წავსულიყავით და აღგვენიშნა.
სასმლის ჭიქით ხელში ჩემი უკვე ყოფილი თანაკურსელების და ჩვენი ჯუნიორების გვერდით ვიჯექი.ვერთობოდით,ვიხსენებდით გასულ წლებს და ერთმანეთს სამომავლო გეგმებს ვუზიარებდით.დროს არაჩვეულებრივად ვატარებდი სანამ მოულოდნელად არ ვიგრძენი,თუ როგორ მინდოდა ჩემს გვერდით გრემი ყოფილიყო.
სულ რამდენიმე დღე არ მყავდა ნანახი და უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა,სადაც არ უნდა წავსულიყავი ან რაც არ უნდა გამეკეთებინა თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მაკლდა.
ტელეფონი ავიღე და მივწერე ჩემს სანახავად მოსულიყო.ვიცოდი ეს გამოწვევა იქნებოდა მისთვის.განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც დამშვიდობების დროს ვაკოცე ერთი კვირის წინ.
ჩემი შეტყობინება რომ ნახა ზედმეტი არაფერი უკითხავს,მხოლოდ ის მითხრა ლოკაცია ჩამიგდეო და ერთ საათზე ნაკლებ დროში ჩემთან გაჩნდა.
წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეთქვა როცა მოვიდოდა.ჩემს თავს ვეკითხებოდი რატომ მივწერე თუმცა არც ამაზე მქონდა პასუხი.
მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი დანამდვილებით,სიგიჟემდე მინდოდა მისი სახე დამენახა იქ და იმ წუთას.
მინდოდა ჩავხუტებოდი,მისთვის თვალებში შემეხედა რადგან მის მზერაში ხშირად მიგრძვნია რაღაც ამოუხსნელი რაც საოცრად მამშვიდებდა.როდესაც გრემმა მომწერა სულ ცოტაც და შენთან ვიქნებიო უკვე ყველას სახლებში წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი.მაგიდის გარშემო ხალხი ნელ-ნელა შემომეცალა ამიტომ ბართან გადავჯექი.
ცოტა ხანს მარტო ვიყავი და სასმლის ცარიელ ჭიქას ხელში ვატრიალებდი შემდეგ კი ისიც გამოჩნდა.შორიდანვე შევნიშნეთ ერთმანეთი და როდესაც მომიახლოვდა ვუთხარი ჩემს გვერდით ჩამომჯდარიყო.
YOU ARE READING
See,that's my soldier. 🔞
Fanfictionრა შეიძლებოდა მომხდარიყო Not me-ს რომ მეორე სეზონი ჰქონოდა?გააგრძელებდნენ თუ არა ბიჭები ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ ან როგორ წარიმართებოდა მათი პირადი ურთიერთობები მეგობრებთან,შეყვარებულებთან? ჩემებური ხედვა იმისა თუ როგორ წარმომიდგენია ამბის გაგრძელ...