Flashback-და თეჰიონ, შემდეგ ისევ მოვლენ ეს მტრედები?-ენის ჩლიფინითა და წრფელი ღიმილით იკითხა პატარა გოგონამ, პაწია თითი კი ფრინველების მიმართულებით გაიშვირა.
-რა თქმა უნდა, მოვლენ. ჩვენ ხომ მათ ვაჭმევთ, სითბოსა და მზრუნველობას ვაჩვენებთ. იცი, დედამ მითხრა, როდესაც რაღაცას მთელი გულით იყვარებ, არასდროს გტოვებსო.-პასუხობს დაკრეჭილი ბიჭი და ბაჯბაჯით გარბის გოგონასკენ.
-ანუ... ანუ ჩვენც არ დავიკარგებით, არა?-თვალები უბრწყინდება თეთრკაბიანს და იმედიანად უმზერს ასევე პატარა, მაგრამ მასზე ოთხი-ხუთი წლით დიდ ბიჭს.
-რა თქმა უნდა არა, ჩემო ნეფელე. მე შენ არასდროს დაგტოვებ.- ბავშვური სიწრფელითა და თავდაჯერებული გამომეტყველებით პასუხობს თეჰიონი, შემდეგ საყვარელი კულულებიდან თეთრ, მაქმანებიან თმისსამაგრს ხსნის, ჯიბეში იდებს და ეუბნება.-და თუ მაინც მომიწევს, ამას სამახსოვროდ დავიტოვებ, რომ გიპოვო!
საოცარია, საიდან ასეთი გამჭრიახობა და დაკვირვება პატარა შეყვარებულ ბიჭუნას. ნათელია, ის ხვდება, რომ არავინ იცის რა იქნება მომავალ ხუთ, ათ, ან თუნდაც ოც წელიწადში. თუმცა, არ სურს ხასიათი გაუფუჭოს ლოყებგამობურცულ ნეფელეს. ის ხომ მისთვის ასეთი ძვირფასია. მართლაც, პატარებს ყველაზე წრფელი სიყვარული რომ არ შეეძლოთ, მათთვის იმთავითვე გასაგები იქნებოდა შური, ღვარძლი და ბოროტება.
როგორც ავტორი კი არა, როგორც მკითხველი, მეც თქვენთან ერთად ვინტერესდები და მიკვირს, როგორ იბადება გრძნობა, როგორ ღვივდება, როგორ ვეჩვევით, ან ბოლოს სად მიდის? ალბათ ქრება, ან იქნებ არც ქრება. გულის სიღრმეში კი, ხომ მაინც ყველამ კარგად ვიცით, რომ ვეჩვევით მის უგარეშობას. რეალურად, მომავლის შესაცვლელად წარსულს უნდა ჩაუღრმავდე, შეისწავლო ის, ეს პროცესი კი მოგონებათა მთელ დასტას ქმნის, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე შეგვახსენებს თავს. მაშასადამე, დამიჯერეთ, მკითხველნო, სიყვარული არასდროს კვდება, გამონაკლის შემთხვევებში ის უბრალოდ ქვრება და საჭირო დროს ელოდება კვლავინდებურად ასაალებლად.ეზოში არ წყდებოდა ბავშვების ჟრიამული. ირგვლივ გადამწვანებული მთელი ატმოსფერო სითბოს, სიყვარულსა და დადებით ემოციებს მოეცვა.
-თეე ჰიიიოოონ, გადაუგდე!
-მეტი არ დაუყარო, ხვალაც ხომ უნდა ვაჭამოთ?!
-ნეფელე გაიქეცი, თორემ დაგიჭერ.
-კარგი რაა, სულ როგორ მეწევი...
End of flashback
____________________________________
გამარჯობა!❤️
ჩემი პირველი ფიქციაა wattpad-ზე, ამიტომ მოხარული ვიქნები თუ გამიზიარებთ თქვენს აზრს. შევეცდები უახლოეს მომავალში ავტვირთო შემდეგი თავებიც.
YOU ARE READING
Apotheosis of love
Fanfictionდილის სუსხი, რომელსაც ახლად გამოცოცხლებული ბუნების სურნელი მოეტანა, ფრთხილად ესალბუნებოდა ბიჭის ნაზ კანს. ხარბად შესუნთქული სუფთა ჰაერი კი შედარებით უწყნარებდა შინაგან ფორიაქს. -გაზაფხულდა, ნეფელე! კვლავ გამოიდარა, და როგორც შეგპირდი, ჩვენ არასდროს...