- მინუს 9 გრადუსი, ჯანდაბა, კიდევ უფრო აცივდა.-რას ამბობენ სინოფტიკოსები, რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ?-ბჭობენ გამვლელები.
ასეა, კორეაში სუსხმა დაიდო ბინა, რომელიც თითქოს ისე მოკალათებულა აქ, არსად აპირებს წასვლას. ხალხი დაძაბული და იმთავითვე დაღლილია. ვიწრო ქუჩებში მათი სიცივისგან დამძიმებული, მწვავე ქოშინი ისმის. რა თქმა უნდა, ასეთ ამინდში ჭირს გადაადგილება. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ფინჯანი ყავითა და მყუდრო ოთახის ატმოსფეროთი თუ შეხვდები ასეთ დღეს, თუმცა ყველა ხომ არ არის ასეთი მოცლილი. მეტიც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ბევრად დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე ამინდის ბარიერია.
ფიქრებში გადავარდნილი გოგონა ტელეფონის ზარმა დაუბრუნა რეალურ სამყაროს.
-ალო, ვივიენ, სად ხარ?!-მსუბუქი ბარიტონით კითხულობს შუახნის მამაკაცი, თუმცა გაღიზიანება შეიმჩნევა მის ხმაში.
-ბატონო, პაკ, გზაში ვარ. ამინდის გამო საცობში მოვყევი. ბოდიშს გიხდით...
-ასე ასრულებ შენს ვალდებულებას? - თავშეუკავებლად საყვედურობს გოგონას.
-მაპატიეთ, გამოვისყიდი. ნებისმიერ დამატებით საქმეზე თანახმა ვარ. - მძიმედ ყლაპავს ნერწყვს კულულებიანი და მთელი პასუხისმგებლობით აჟღერებს წინადადებას.
-აუცილებლად გამოისყიდი! - მკაცრად უბრუნებს პასუხს უფროსი და ყურმილს გაღიზიანებული კიდებს.
End of call
"ასე ნელა რატომ მიდის" გაიფიქრა და ანერვიულებულად მიაყრდნო თავი დიდ ფანჯარას ვივიენმა. ჩაფიქრდა ცხოვრების ირონიაზე. როგორი სასწაულია, რომ მეტად ნიჭიერმა, კარგად აღზრდილმა და წინდახედულმა გოგონამ, უეცრად დაკარგა ყველა ის შანსი, რომელსაც 21 წლამდე აძლევდა ცხოვრება. ისწავლა, მართლაც ფრიადოსანი იყო ლიტერატურაში. ფორტეპიანოზე კარგად უკრავდა, ხელოვნებით ინტერესდებოდა, თუმცა ახლა კორეის ერთ-ერთ დაბალანაზღაურებად ოფისს ემსახურება საფოსტო კურიერად, პარალელურად კი სეულის სამხატვრო სკოლა "იონესში" დადის თავისუფალ დროს, რათა ინსპირაციისა და წარსმოსახვის წყარო, საყვარელი საქმიანობა სრულიად არ ჩაკლას საკუთარ თავში.
YOU ARE READING
Apotheosis of love
Fanfictionდილის სუსხი, რომელსაც ახლად გამოცოცხლებული ბუნების სურნელი მოეტანა, ფრთხილად ესალბუნებოდა ბიჭის ნაზ კანს. ხარბად შესუნთქული სუფთა ჰაერი კი შედარებით უწყნარებდა შინაგან ფორიაქს. -გაზაფხულდა, ნეფელე! კვლავ გამოიდარა, და როგორც შეგპირდი, ჩვენ არასდროს...